არაბმა შეიხმა კრისტენ სტუარტთან შეხვედრისთვის ნახევარი მილიონი გადაიხადა

არაბმა შეიხმა კრისტენ სტუარტთან შეხვედრისთვის ნახევარი მილიონი გადაიხადა

კრისტენ სტიუარტი არაბ შეიხებში დიდი პატივით სარგებლობს: ერთ-ერთმა მათგანმა მსახიობთან ხანმოკლე შეხვედრაში 500 000 დოლარი გადაიხადა. ახალი ამბავი ჟურნალისტებს ტორონტოს კინოფესტივალზე პროდუსერმა ჰარვი ვაინშტეინმა გაუმხილა.

მისი თქმით, საუდის არაბეთის ერთ-ერთმა პრინცმა "ბინდის" ვარსკვლავის მცირე დროით ნახვა გადაწყვიტა და ამ მიზნით მას დაუკავშირდა. ჰარვიმ კი თხოვნა კრისტენს გადასცა. გოგონა პასუხად საქმიანად დაინტერესდა: "რამდენი?". ჰარვიმ პრინცთან ვაჭრობა დაიწყო და შედეგად ორივე მხარე შეთანხმდა, რომ სტუარტი აღმოსავლელ თაყვანისმცემელს შეხვდებოდა, თუ იგი ქარიშხალ სენდით დაზარალებულებს 500 000 დოლარს შესწირავდა.

აღსანიშნავია, რომ გოგონამ არა მხოლოდ თანხაზე, არამედ შეხვედრისთვის განკუთვნილ დროზეც იმსჯელა. სტუარტი 500 000-ად პრინცთან მხოლოდ 15 წუთის გატარებას დათანხმდა.

მომზადებულია Celebrity-Gossip.net-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება