ნაომი კემპბელმა სამოდელო ბიზნესში რასიზმის პრობლემებზე ისაუბრა

ნაომი კემპბელმა სამოდელო ბიზნესში რასიზმის პრობლემებზე ისაუბრა

მოდელებმა ნაომი კემპბელმა და იმანმა სამოდელო ბიზნესში რასიზმის პრობლემის შესახებ ისაუბრეს. ამის შესახებ ფერადკანიანმა მოდელებმა გადაცემა Good Morning America-ს ეთერში ისაუბრეს.

როგორც ცნობილია, ნიუ-იორკში მოდის კვირეული მიმდინარეობს. მოდელები ჩვენებებზე ფერადკანიანი მოდელების დეფიციტს განიხილავდნენ.

”სტატისტიკა შოკისმომგვრელია. მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს მოდელის სხეულსა და სილამაზეს და არა მისი კანის ფერს. თუკი თქვენ გაქვთ ნიჭი და სილამაზე, თქვენ უნდა იყოთ იქ და ამ საქმის გაკეთების საშუალება უნდა გქონდეთ", - განაცხადა კემპბელმა.

"70 -იანებში უფრო მეტი ფერადკანიანი მოდელი იყო, ვიდრე დღეს. არის თემები, რომელზეც არ შეიძლება გაჩუმდე და თუკი ჩვენ არ შეგვიძლია ამ პრობლემაზე ღიად საუბარი, მაშინ ინდუსტრიას ყველაფერი რიგზე ვერ აქვს", - აღნიშნა იმანმა.

მომზადებულია fashionweek.kiev.ua -ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება