რა საფრთხე გვემუქრება სირიაში ვითარების გართულების შემთხვევაში

რა საფრთხე გვემუქრება სირიაში ვითარების გართულების შემთხვევაში

არავინ დავობს, რომ სირიაში განვითარებული მოვლენები რუსეთსა და ამერიკას შორის გავლენის სფეროების მოპოვებასა და შენარჩუნებას ემსახურება, თუმცა სპეციალისტების აზრით, სიტუაციის გართულების შემთხვევაში, შესაძლოა, ამ ომში, როგორც ამერიკის სტრატეგიული პარტნიორი, საქართველოც ჩაითრიონ... კონკრეტულად რა საფრთხეები არსებობს და როგორ შეიძლება აისახოს სირიის ომი საქართველოზე, ამის შესახებ სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ ''არსენალის'' მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი გვესაუბრება.

სირიასთან არც სახმელეთო და არც საზღვაო კავშირი არ გვაქვს. ჩვენ შორის გადაჭიმულია უზარმაზარი სახელმწიფო თურქეთი

- ირაკლი, იმ შემთხვევაში, თუ სირიაში ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო, რა საფრთხე ემუქრება საქართველოს?

- ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები ალბათ არ იქნება. თუ ამერიკამ გადაწყვიტა სირიის ხელისუფლების სტრატეგიული ობიექტებს დაარტყას, ეს მხოლოდ საჰაერო, წერტილოვანი დარტყმები იქნება. არა მგონია, ამერიკელებმა სახმელეთო დანაყოფები გაგზავნონ სირიის ტერიტორიაზე. სავარაუდოდ, ეს დაპირისპირება ისეთ მასშტაბურ სახეს არ მიიღებს, როგორც ერაყში მოხდა 1991 ან 2003 წელს.

- რა შეუშლის ხელს ამერიკას ამ გადაწყვეტილების მიღებაში?

- ის მძიმე გამოცდილება, რომელიც წლების განმავლობაში ჯერ ერაყში დაგროვდა და რასაც ახლა ავღანეთში იღებს... 90-იან წლებში შემუშავებული სამხედრო დოქტრინის მიხედვით, აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს ერთდროულად ორ ან რამდენიმე ადგილას მიმდინარე კონფლიქტში მონაწილეობის მიღება შეეძლო. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს ომები დედამიწის სხვადასხვა ადგილას იქნებოდა. ეს კი აშშ-ს ბიუჯეტზე მძიმედ აისახა. არმიაც გადაიღალა ამდენი ომებით და მოსახლეობის დიდი ნაწილიც ასეთ სამხედრო მოქმედებებს უკვე ისეთი ენთუზიაზმით აღარ ემხრობა, როგორიც ამერიკაში ''ტყუპების'' აფეთქების შემდეგ იყო... თუმცა შესაძლოა, ამერიკას სირიაში დივერსიული რაზმები უკვე შეგზავნილი ჰყავდეს.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე