ოსკაროსანი რეჟისორი მიშელ ჰაზანავიჩუსი რუსთავში მორიგი ფილმისათვის კადრებს იღებს

ოსკაროსანი რეჟისორი მიშელ ჰაზანავიჩუსი რუსთავში მორიგი ფილმისათვის კადრებს იღებს

მუნჯი შავ-თეთრი მხატვრული ფილმის, "არტისტის" რეჟისორი, ოსკაროსანი მიშელ ჰაზანავიჩუსი მორიგი ფილმისთვის გადაღებებს საქართველოში აწარმოებს.

გადაღებები დღეს რუსთავში, მერიის წინ, ცენტრალური მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს.

კინოგადღებების გამო კოსტავას გამზირზე, რუსთაველისა და ჭავჭავაძის ქუჩების ორ მონაკვეთზე მოედანთან მისასვლელი გზები საპატრულო პოლიციას აქვს გადაკეტილი. მასობრივი სცენების გადაღებაში ადგილობრივი მოსახლეობა მონაწილეობს.

2012 წელს, ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოებაზე ფილლმა "არტისტი" ხუთი ოსკარი მიიღო, მათ შორის - წლის საუკეთესო მსახიობის, წლის რეჟისორისა და ფილმის.

ახალი ფილმის სახელწოდებას, სიუჟეტს გადამღები ჯგუფის წევრები არ ახმაურებენ და კომენტარზე უარს აცხადებენ.

იხილეთ ფოტოგალერეა

"ინტერპრესნიუსი"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება