უცნობი ფაქტები კარლ ლაგერფილდის ცხოვრებიდან

უცნობი ფაქტები კარლ ლაგერფილდის ცხოვრებიდან

გთავაზობთ საინტერესო, უჩვეულო და ნაკლებად ცნობილ ფაქტებს ცნობილი დიზაინერის, "შანელის" სახლის კრეატიული დირექტორის,  კარლ ლაგერფილდის ბიოგრაფიიდან.

დავიწყოთ დაბადების თარიღით. დიზაინერის დაბადების ზუსტი თარიღი უცნობია. წყაროების უმეტესობა 1933 წელზე მიუთითებს, ზოგიერთი 1935 წელზე. თავად დიზაინერი თავის დაბადების წლად 1938 წელს ასახელებს.

კარლ ოტო ლაგერფილდმა თავის სახელს Lagerfeldt-ს ბოლო ასო მოაკლო, რათა ის კომერციული თვალსაზრისით უფრო მიმზიდველი გამხდარიყო.

კარიერის დასაწყისში ლაგერფილდი როლანდ კარლის ფსევდონიმით მუშაობდა. სწორედ ამ სახელით გამოუშვა მან თავისი პირველი კოლექცია ჟან პატუს სამოდელო სახლისთვის.

დიზაინერს ასობით iPod-ის ფლეიერი აქვს. ერთ-ერთ ინტერვიუში თავისი გატაცება "ვაშლების" მიმართ ასე ახსნა: " iPod-ი გენიალურია. მე ის 300 ცალი მაქვს"

რაც შეეხება ტელეფონებს და ტელეფონზე საუბარს, დიზაინერს ეს დიდად არ უყვარს. ის წერილებითა და ფაქსებით კუმუნიკაციას ანიჭებს უპირატესობას.

ლეგერფილდს ძალიან უყვარს წიგნები. როგორც თავად დიზაინერმა აღიარა,  მის სახლში წიგნები უფრო მეტია, ვიდრე წიგნების თარო, თავად ბიბლიოთეკა კი 300 000 წიგნს მოიცავს.

2000 წელს მან დააარსა თავისი საგამომცემლო სახლი 7L, ხოლო შემდეგ პარიზში იგივე სახელწოდების წიგნების მაღაზია გახსნა.

რომელი ნივთია ყველაზე მნიშვნელოვანი დიზაინერის სახლში? აღმოჩნდა რომ მისთვის ყველაზე საჭირო ატრიბუტი ნაგვის ყუთია. იქ ხვდება ჩანახატები, ესკიზები, ფოტოები, ძველი ტანსაცმელი და ყველა ის ნივთი, რომლის თავიდან მოცილებაც დიზაინერს სურს. "მე უნდა გავაკეთო რამე ახალი და არ უნდა ვიფიქრო ძველზე",- ამბობს ლაგერფილდი.

ლაგერფილდის ხმის გაგონება შეიძლება პოპულარულ კომპიუტერულ თამაშ GTA IV-ში, სადაც ის ასრულებს ადგილობრივი რადიოსადგურის წამყვანის როლს. როგორც თავად დიზაინერმა განაცხადა, ის არ არის ვიდეოთამაშების ფანი, მაგრამ მოხარულია, იყოს მისი ნაწილი.

2010 წელს დიზაინერმა გერმანული კომპანია Döttling-ისთვის შექმნა ყველაზე ძვირადღირებული სეიფები.

ერთი წლის შემდეგ დიზაინერმა შექმნა სახელობითი კალმების კოლექცია ფრანგული ბრენდისთვის, რომელიც შეზღუდული რაოდენობით გამოვიდა.

ესკიზების შესაქმნელად მოდელიორი ჩვეულებრივ ფანქარს არ იყენებს. ის მუშაობისას იაპონური Shu Uemura-ს ბრენდის პროდუქციას იყენებს. მაგალითად, ტანსაცმლის ესკიზებზე შეიძლება ნახოთ ფრჩხილების ლაქი, რომლის ფერიც თავად აირჩია.

2011 წელს კარლმა "იშვილა" პატარა სიამის კატა, რომელსაც შუპეტი დაარქვა.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება