სკარლეტ იოჰანსონმა დაადასტურა, რომ თხოვდება

სკარლეტ იოჰანსონმა დაადასტურა, რომ თხოვდება

სკარლეტ იოჰანსონმა ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე თავისი ნიშნობის შესახებ პირველად გააკეთა კომენტარი. ვარსკვლავმა დაადასტურა, რომ ნამდვილად თხოვდება.

სკარლეტმა საზოგადოებას მილოცვისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა: ”მეგობრები მეუბნებიან, რომ ახლა  ხელსაყრელი დროა.  ყველაფერი წესის და რიგის მიხედვით მიდის და, ალბათ, უკვე დრო მოვიდა”, - განაცხადა იოჰანსონმა ნიშნობაზე საუბრისას.

ტორონტოს კინოფესტივალზე სკარლეტმა თავისი ახალი ფილმი ”დონ ჟუანის ვნებანი” წარმოადგინა, რომელშიც მას პარტნიორობას ჯოზეფ გორდონ-ლევიტი უწევს. პრემიერის დროს სკარლეტი არა მხოლოდ თავისი ეფექტური კაბით იწონებდა თავს, არამედ ნიშნობის ბეჭდითაც.

მომზადებულია eg.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება