თი­კა ჯამ­ბუ­რია: "ყო­ფილ მე­უღ­ლეს შე­რი­გე­ბა­ზე უარს ვე­უბ­ნე­ბი"

 თი­კა ჯამ­ბუ­რია: "ყო­ფილ მე­უღ­ლეს შე­რი­გე­ბა­ზე უარს ვე­უბ­ნე­ბი"

მომ­ღე­რა­ლი თი­კა ჯამ­ბუ­რია სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რადღ­ე­ბის ცენ­ტრში ახა­ლი სამ­სა­ხუ­რის გა­მო მო­ექ­ცა - თი­კა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ახალ­გაზ­რდუ­ლი ფრთის პი­არ­მე­ნე­ჯე­რი­ა. თუ რა­ტომ და­იმ­სა­ხუ­რა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის კრი­ტი­კა, ამა­ზე თა­ვად გვი­ა­მბობს:

- "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა­ში აქ­ტი­უ­რად ვი­ყა­ვი ჩარ­თუ­ლი, რო­გორც მხარ­დამ­ჭე­რი, 3 თვის წინ კი მი­ვი­ღე შე­მო­თა­ვა­ზე­ბა ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და. პირ­ველ რიგ­ში მომ­ღე­რა­ლი ვარ, მაგ­რამ მომ­წონს ის საქ­მე, რო­მელ­საც ახ­ლა ვა­კე­თებ. ვმუ­შა­ობთ ახალ პრო­ექ­ტებ­ზე, პრო­პა­გან­დას ვუ­წევთ ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესს და ვმარ­თავთ კონ­ცერ­ტებს. ძა­ლი­ან კარ­გი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი მყავს და ყვე­ლა ერ­თად ვემ­სა­ხუ­რე­ბით სა­ერ­თო საქ­მეს.

- სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილ­მა ამ სამ­სა­ხუ­რის გა­მო გა­გაკ­რი­ტი­კა, ისიც გა­იხ­სე­ნეს, ად­რე "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" კონ­ცერ­ტებ­ზე რომ მღე­რო­დი...

- ვნა­ხე კო­მენ­ტა­რე­ბი და გუ­ლი მეტ­კი­ნა. ცუ­დი­ა, რო­ცა იმას წერ, რაც არ იცი. რო­დის იყო, რომ პო­ლი­ტი­კურ გან­ცხა­დე­ბებს ვა­კე­თებ­დი და ვინ­მეს ამა თუ იმ პარ­ტი­ის მხარ­და­ჭე­რის­კენ მო­ვუ­წო­დებ­დი? მე­რე რა, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" კონ­ცერ­ტებ­ზე ვმღე­რო­დი? ასე რომ არ მოვ­ქცე­უ­ლი­ყა­ვი, რა უნ­და მექ­ნა, ჩემს ოჯახ­ში დღემ­დე ყვე­ლა უმუ­შე­ვა­რი­ა, გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ მარ­ტო­ხე­ლა დე­და ვარ. ამი­ტო­მაც ვმღე­რო­დი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მი­ერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ კონ­ცერ­ტებ­ზე. ცი­ხის კად­რე­ბის ნახ­ვამ შოკ­ში ჩა­მაგ­დო. მე თვი­თონ ვარ პო­ლიტ­პა­ტიმ­რის შვი­ლი და ვი­ცი, რა მძი­მე­ა, რო­ცა შე­ნი ოჯა­ხის წევ­რი ცი­ხე­ში ზის. ამ კად­რე­ბის ხილ­ვის შემ­დეგ კი­დევ უფ­რო გან­ვი­ცა­დე პა­ტიმ­რე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მხარ­დამ­ჭე­რი ტურ­ნე­დან ჰო­ნო­რა­რის აღე­ბა­ზე სა­ჯა­როდ ვთქვი უა­რი.

- ნა­ნა კა­კა­ბა­ძის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას რა­ტომ უჭერთ მხარს შენ და მა­რი­კა თხე­ლი­ძე?

- ისევ და ისევ იმი­ტომ, რომ მა­მა მყავ­და უკა­ნო­ნო პა­ტი­მა­რი და ამის გა­მო უმ­ძი­მე­სი პე­რი­ო­დი გა­და­ი­ტა­ნა ჩემ­მა ოჯახ­მა. ყვე­ლა პა­ტი­მარს ვუცხ­ა­დებ სო­ლი­და­რო­ბას და მხარ­და­ჭე­რას.

- რთუ­ლია მარ­ტო­ხე­ლა დე­დო­ბა?

- რა გითხ­რათ, ვცდი­ლობ ყვე­ლა­ფერს თა­ვი გა­ვარ­თვა, რო­გორც ვთქვი, ოჯახ­ში მხო­ლოდ მე ვმუ­შა­ობ, მაგ­რამ ხა­თუ­ნაც (თი­კას დე­დამ­თი­ლი, ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია - ავტ.) გვეხ­მა­რე­ბა. სულ გა­სუ­ლი ვარ სახ­ლი­დან, მაგ­რამ ბავშვს ოჯა­ხუ­რი სით­ბო არ აკ­ლი­ა, დე­და­ჩე­მი მუდ­მი­ვად ნი­ნას აღ­ზრდით არის და­კა­ვე­ბუ­ლი. სამ­სა­ხუ­რის გა­მო წელს წე­სი­ე­რად დას­ვე­ნე­ბაც ვერ მო­ვა­ხერ­ხე, მხო­ლოდ ერ­თი კვი­რით ვი­ყა­ვი ბა­თუმ­ში.

- გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცი­ა, რომ ყო­ფილ ქმარს ურიგ­დე­ბი...

- ტყუ­ი­ლი­ა, არ ვუ­რიგ­დე­ბი. მე, ბე­ქა და ჩე­მი ქა­ლიშ­ვი­ლი ნი­ნა ხში­რად ვართ ერ­თად, ბე­ქა მთხოვს შევ­რიგ­დეთო, მაგ­რამ უარს ვე­უბ­ნე­ბი. ჩე­მი შვი­ლი რომ გა­იზ­რდე­ბა, ალ­ბათ, მკითხ­ავს, რა­ტომ ვუთხ­ა­რი მა­მა­მისს შე­რი­გე­ბა­ზე უა­რი, მაგ­რამ გო­გო­ნაა და გა­მი­გებს. ბე­ქამ მა­შინ მი­მა­ტო­ვა, რო­ცა ყვე­ლა­ზე მე­ტად მჭირ­დე­ბო­და, ბავ­შვით მარ­ტო დავ­რჩი, გა­დავ­ლა­ხე ყვე­ლა­ნა­ი­რი დაბ­რკო­ლე­ბა, რა­შიც ოჯა­ხი და­მიდ­გა გვერ­დით და აღარ მინ­და, ის ტკი­ვი­ლი, რაც ერ­თხელ განვიცადე, მე­ო­რედ გა­და­ვი­ტა­ნო.

- ამ­ბო­ბენ, რომ ზუ­კა ყა­ლი­ჩა­ვა­ზე ხარ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი...

- (ი­ცი­ნის) ტყუ­ი­ლი­ა, და­მი­ჯე­რეთ.

- შე­მოქ­მე­დე­ბით სი­ახ­ლე­ებ­ზე რას გვეტყ­ვი?

- ახ­ლა მთლი­ა­ნად ახალ სამ­სა­ხურ­ზე ვარ გა­დარ­თუ­ლი. კონ­ცერ­ტე­ბი აღარ ტარ­დე­ბა და სად უნ­და ვიმ­ღე­რო?

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება