ოთარ ტატიშვილი ”ცეკვავენ ვარსკვლავების” ჟიურის წევრი ხდება

ოთარ ტატიშვილი ”ცეკვავენ ვარსკვლავების” ჟიურის წევრი ხდება

ექიმი და შოუმენი ოთარ ტატიშვილი თუ "ცეკვავენ ვარსკვლავების"  II სეზონზე ცეკვავდა და ცოტა არ იყოს, პროექტი "გაბრაზებულმაც" დატოვა, დროზე ადრე გამიშვესო (რასაც შემდგომ თავის შოუში მუდმივად აღნიშნავდა), III სეზონზე პროექტში ისევ ბრუნდება, ოღონდ, უკვე ჟიურის წევრად.

როგორც პროექტის ხელმძღვანელმა ნოე სულაბერიძემ "ამბები.გე"-ს განუცხადა, ოთარს თავისი ცხოვრებიდან გამომდინარე, საკმაოდ რთული გრაფიკი აქვს: მიჰყავს შოუ და პარალელურად, სამედიცინო მიმართულებითაც აქტიურად საქმიანობს, მაგრამ მაყურებლისთვის იმდენად დადებითი სახეა, რომ მისი მონაწილეობა ნებისმიერ პროექტში სასურველია. ასე რომ, ის III სეზონზე "ცეკვავენ ვარსკვლავებში" ჟიურის შემადგენლობაში იქნება.

ლალი ფაცია

იხილეთ ბმული

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება