”მის ამერიკაზე” ტატუიანი გოგონები გამოჩნდნენ

”მის ამერიკაზე” ტატუიანი გოგონები გამოჩნდნენ

ისტორიაში პირველად, "მის ამერიკის" სილამაზის კონკურსში მონაწილეობას მიიღებს გოგონა, რომელსაც ტატუ აქვს. ამის შესახებ NY Daily News იუწყება.

ტერეზა ვეილი, რომელიც ნაციონალური გვარდიის თანამშრომელია, 2014 წლის სილამაზის კონკურსზე კანზასის შტატს წარმოადგენს.

22 წლის ამერიკელი გოგონა თავის ბლოგზე წერს, რომ არ ერიდება ტატუს გამოჩენის, რადგან საკუთარი სხეულის ნაწილად მიაჩნია. გოგონა თავის მხრივ, მოუწოდებს ქალებს -  არ ეშინოდეთ, იყვნენ ისეთები, როგორებიც არიან და ებრძოლონ სტერეოტიპებს.

კონკურს "მის ამერიკის" ორგანიზატორები ვეილის გადაწყვეტილებას მიესალმნენ და განაცხადეს, რომ ღონისძიებაში მონაწილეობა ტატუს მქონე  სხვა გოგონებსაც შეუძლიათ.

მომზადებულია NY Daily News-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება