პიტერ ლინდბერგი - აღარასოდეს დადგება სუპერმოდელების ერა

პიტერ ლინდბერგი - აღარასოდეს დადგება სუპერმოდელების ერა

ფოტოგრაფი პიტერ ლინდბერგი, რომელიც სუპერმოდელებთან თანამშრომლობით არის ცნობილი, აცხადებს, რომ სუპერმოდელების ერა აღარასოდეს დადგება.

ლინდგბერგს ეკუთვნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჯგუფური ფოტო სინდი კროუფორდის, ნაომი კემპბელის, კრისტი ტარლინგტონის, ტატიანა პატიცისა და ლინდა ევანგელისტას მონაწილეობით. ფოტოგრაფი აცხადებს, რომ მათი მასშტაბის მოდელებს მსოფლიო ვეღარასოდეს იხილავს. "ამ მოდელებმაც კი დაკარგეს ის  მიმზიდველობა, რომელიც თავიდან ჰქონდათ", - ამბობს ფოტოგრაფი.

"დასაწყისში ამ ქალებმა მოახდინეს რევოლუცია. ისინი იყვნენ შეუდარებელი გარეგნობის, ატარებდნენ მოკლე თმას, იყვნენ  ჭკვიანები და არ იყენებდნენ მაკიაჟს. მოდის სამყაროს 10 სახე მართავდა, მაგრამ მათი სახეები სამოდელო ინდუსტრიამ გააუფასურა. დროთა განმავლობაში მათ დაკარგეს თავიანთი სინატიფე და გახდნენ ისეთები, როგორების ნახვასაც ჟურნალებში მივეჩვიეთ",- ამბობს ფოტოგრაფი.

"დღეს შესაძლებელია ერთ ოთახში 5 წუთში შევკრიბოთ, მაგალითად, ლარა სტოუნი და ჟიზელი, მაგრამ მათ გარეგნობაში  არაფერი ახალი არ არის. თუკი სამოდელო ინდუსტრიას მობეზრდება არსებული მოდელები და ის  აღმოაჩენს 5 ახალ, წარმოუდგენლად რომანტიულ სახეს და სილამაზის აღქმა შეიცვლება, მაშინ შესაძლოა, ვიმეორებ შესაძლოა, დადგეს კიდეც სუპერმოდელების ახალი ერა",- ამბობს ფოტოგრაფი.

მომზადებულია fashionweek.kiev.ua-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება