სასამართლომ ჯგუფურ გაუპატიურებაში მონაწილე ოთხ დამნაშავეს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა

სასამართლომ ჯგუფურ გაუპატიურებაში მონაწილე ოთხ დამნაშავეს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა

ინდოეთის სასამართლომ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა ჯგუფურ გაუპატიურებაში მონაწილე ოთხ დამნაშავეს, რომელთაც გასული წლის დეკემბერში, 23 წლის სტუდენტ გოგონას სასტიკ გაუპატიურებაში ედებათ ბრალი. ამის შესახებ "ბიბისი"იუწყება.

მოსამართლის განცხადებით, სასამართლომ ასეთი განაჩენი იმიტომ გამოიტანა, რომ დამნაშავეთა მიერ ჩადენილმა დანაშაულმა მთელ ინდოეთში საერთო ვნებათაღელვა გამოიწვია და სასამართლო თვალს ვერ დახუჭავდა.

"ეს შემთხვევა დანაშაულის უიშვიათეს კატეგორიას მიეკუთვნებოდა და სიკვდილით დასჯას იმსახურებდა", - აღნიშნა მოსამართლე ხანამ.

"ბედნიერები ვართ განაჩენით. სამართალი აღსრულდა", - განაცხადა გარდაცვლილი გოგონას მამამ.

გასული წლის დეკემბერში ექვსმა მამაკაცმა დელიში, მიმავალ ავტობუსში 23 წლის სტუდენტი გოგონა გააუპატიურა, რომელიც მეგობარ ბიჭთან ერთად იმყოფებოდა. მოგვიანებით, თავდამსხმელებმა გოგონაც და სასტიკად ნაცემი ბიჭიც ავტობუსიდან გადმოაგდეს. შემთხვევიდან რამდენიმე კვირაში გაუპატიურებული გოგონა სინგაპურის კლინიკაში გარდაიცვალა.

მომხდარს საყოველთაო პროტესტი მოყვა ინდოეთის დიდ ქალაქებში, სადაც დემონსტრანტები ქვეყნის ხელისუფლებისგან ასეთი სახის მოძალადეების სასჯელის ყველაზე მკაცრი ზომით დასჯას მოითხოვდნენ.

მიმდინარე წლის მარტში 23 წლის გოგონას გაუპატიურებაში მონაწილე ერთ-ერთი მოძალადე პოლიციამ საკანში გარდაცვლილი აღმოაჩინა. გავრცელებული ინფორმაციით, მან თავი ჩამოიხრჩო. ამავე დანაშაულში მონაწილე არასრულწლოვანი, რომელიც დანაშაულის ჩადენის პერიოდში 17 წლის იყო, აგვისტოში გაასამართლეს და ასაკიდან გამომდინარე, სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

"ბიბისის" ინფორმაციით, ინდოეთში ყოველ 20 წუთში ერთ ქალს აუპატიურებენ. მარტში ქვეყნის ხელისუფლებამ გაუპატიურების ყველაზე შემზარავ შემთხვევებში დამნაშავეთა სიკვდილით დასჯის კანონი მიიღო.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა