აზერბაიჯანს "ევროვიზიაზე" ქვეყნების მოსყიდვაში ადანაშაულებენ

აზერბაიჯანს "ევროვიზიაზე" ქვეყნების მოსყიდვაში ადანაშაულებენ

"ევროვიზია" რომ პოლიტიკური კონკურსია, ცნობილია, მაგრამ დასავლურ პრესაში ახალი სკანდალი აგორდა - ქვეყნის წარმომადგენლებს ქულა არა მუსიკალური მონაცემებით, არამედ ქრთამის სანაცვლოდ ემატებათ.

როგორც ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ი წერს, ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე რამდენიმე ქვეყანამ საკონკურსო ხმები იყიდა. ამ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. საქმე ეხება 2011 წლის კონკურსს - ერთ-ერთი ქვეყნის (ქვეყანა არ სახელდება) დელეგაციის ხელმძღვანელი ირწმუნება, რომ აზერბაიჯანის წარმომადგენლებმა მას კონკურსზე მაღალი ქულების სანაცვლოდ, "მთელი წლით უზრუნველყოფა შესთავაზა". დასავლური პრესის ინფორმაციით, აზერბაიჯანის დელეგაციის წევრებმა ლიტველ სტუდენტებს საჩუქრად უფასო სიმ ბარათები დაურიგა, რათა კონკურსანტისთვის დაემესიჯებინათ და საპრიზო ადგილისთვის საჭირო ხმები მოეპოვებინათ.

"ევროვიზიის" არსებობის მანძილზე უამრავი სკანდალი გვახსოვს. რამდენიმე თვის წინ გავლენიანი გამოცემები სერგეი ლავროვისა და ელმარ მამედიაროვის შეკამათებაზე წერდნენ. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აზერბაიჯანელ კოლეგას ერთ-ერთ დიპლომატიურ შეხვედრაზე "ევროვიზიის" გამო საყვედური უთხრა. ლავროვმა მამედიაროვს პირდაპირ ჰკითხა, რატომ არ გაიმეტა აზერბაიჯანმა რუსი კონკურსანტისთვის, დინა გარიპოვასთვის ქულა.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება