რა ღირს მსოფლიო ვარსკვლავებთან გატარებული ერთი საათი

რა ღირს მსოფლიო ვარსკვლავებთან გატარებული ერთი საათი

რუბრიკა ჭორ-მართალი

რამდენიმე წლის წინ საქართველოში ცნობილი მომღერალი შაკირა ჩამოვიდა. ჩვენს ქვეყანაში მსოფლიო დონის შემსრულებლის ვიზიტი წინასწარ გახმაურებული არ იყო. მას არც პრესა და ტელევიზია დახვდა, არც კონცერტი გაუშუქებიათ.

რიყეზე, ღია ცის ქვეშ გამართულ შაკირას კონცერტზე დასწრება მსურველს უფასოდ შეეძლო. შაკირას ეს ვიზიტი სხვა უცხოელი ვარკვლავების ხმაურიან საკონცერტო ტურნეებს არ ჰგავდა, ამიტომაც საზოგადოებაში ეჭვი გაჩნდა.

იყო თუ არა ნამდვილად ცნობილი მომღერალი ჩამოსული. კომპანია ''ქრიეითივ ექსჩეინჯ ეიჯენსი'' , რომლის დახმარებითაც 2007 წელს საქართველოში კოლუმბიელი მომღერალი ჩამოვიდა, მსოფლიო ვარსკვლავების პრივატულ საღამოებზე ჩაყვანას უზრუნველყოფს.

ეს კომპანია პრესასთან არანაირ კომენტარს არ აკეთებს, ამიტომ სააგენტოს ჩვენ არაოფიციალურად დავუკავშირდით. ქრიეითივ ექსჩეინჯ ეიჯენსი'' 1994 წელს სტივენ პრანისამ დააფუძნა. მისი ოფისები ნიუ-იორკში, პარიზში, ტოკიოსა და შანხაიში მდებარეობს.

სააგენტო აერთიანებს ხელოვნებას, კულტურასა და კომერციას. ასევე მონაწილეობს საერთაშორისო პროექტებში ფოტოგრაფიის, ხელოვნების, მუსიკის, რეკლამისა და ფილმის წარმოების მიმართულებით.

იგი უზრუნველყოფს არტისტების მენეჯმენტს და ახორციელებს კორპორაციების მიერ დაფინანსებულ სპეციალურ პროექტებს. კომპანიას აქვს დიდი ხნის პირდაპირი ურთიერთობები არტისტებთან, მოდის ჟურნალების რედაქტორებთან, სარეკლამო სააგენტოებთან, მოდის სახლებთან, ხმის ჩამწერ და კინოსტუდიებთან.

კომპანიის კლიენტები არიან ლუი ვიტონი, პრადა, ვერსაჩე, ჯორჯო არმანი, დონა კარანი, ნაიკი, პეპსი, ''პარამაუნთ ფიქჩერზი'' და სხვა მსოფლიოს მასშტაბით ცნობილი კომპანიები. სააგენტო ასევე თანამშრომლობს გამომცემლობებთან ''ვოგი'' , ''ჰარპერს ბაზაარი'' , ''როლინგ-სტოუნი'' , ''ინტერვიუ'' .

''ქრიეითივ ექსჩეინჯ ეიჯენსის'' უკავშირდება ყველა, ვისაც პრეზენტაციებზე, გადაღებებზე, სარეკლამო რგოლებში, ინტერვიუსა და პრივატულ საღამოებზე ცნობილი სახეების მიწვევა სურს.

ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი კომპანიის მიერ ამა თუ იმ ქვეყანაში ვარსკვლავების ჩაყვანის შესახებ ნაკლებად ხდება ხოლმე ცნობილი, რადგან პრივატულ საღამოზე ვარსკვლავის ჩასვლა არ უნდა გაშუქდეს და ხშირ შემთხვევაში საერთოდ არ გახმაურდეს. ეს კომპანიისა და თავად ცნობილი სახეების მოთხოვნაა.

როგორც გავიგეთ, ბიზნესმენები, პოლიტიკოსები და პრეზიდენტებიც კი მსოფლიოში ცნობილ მომღერლებს დახურულ, კერძო საღამოებზე იწვევნ. ამ კომპანიას შეუძლია, ნებისმიერ დროს ნებისმიერი ვარსკვლავი მსოფლიოს ნებისმიერ მშვიდობიან წერტილში ჩაიყვანოს, თუ, რა თქმა უნდა, იმ დროს მომღერალს სცალია.

ცნობილი სახის სტუმრობამდე მასპინძელ ქვეყანაში ჯერ კომპანიის წარმომადგენელი ჩადის, რომელიც იმ პირობებს ეცნობა, სადაც ვარსკვლავი იმღერებს და იცხოვრებს. მის ვიზიტს, ისევე როგორც მომღერლისას, მასპინძელი აფინანსებს. იმ განსხვავებით, რომ მთავარ სტუმარს პერსონალურ თვითმფრინავს უგზავნიან, ხოლო აგენტი ჩვეულებრივი რეისით დაფრინავს.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება