ქართული მოდის ბაზარზე ახალი სახელი - ”გიზი” შემოდის

ქართული მოდის ბაზარზე ახალი სახელი - ”გიზი” შემოდის

ქართული მოდის ბაზარზე ახალი სახელი შემოდის. "ვალენტინოს" ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში გიზი ჭავჭანიძე და დიზაინერი ალექსანდ ვოლკოვი ახალ ქართულ ბრენდს ქმნიან. "გიზი" მოდის მიმდევრებს ტანსაცმელთან ერთად ექსკლუზიურ ფეხსაცმელს და აქსესუარებს შესთავაზებს.

"გიზი" ბაზარზე გრანდიოზული ჩვენებით წარდგება. 21 სექტემბერს, საღამოს 8 საათზე, აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე, "მათე მოტორსის" მე-2 პავილიონში 4 სამოდელო სააგენტო - "ჯეომოდელსი", "ნატალი", "შარმი" და "ლუქს-მოდელსი" 35 ექსკლუზიურ მოდელს წარადგენს.

გიზი და ვოლკოვი თავის მოდელებს მხოლოდ ნატურალური მასალით ქმნიან - შალი, აბრეშუმი, კოტონის მაღალხარისხიანი ვარიაციები, ბეწვი, ტყავი, მინისა და მეტალის სინთეზი ჩანთებსა და აქსესუარებში და, ასევე, მაღალხარისხიანი მასალისგან დამზადებული კომფორტული ფეხსაცმელი. კომპლექსური წარმოებითა და მაღალი გემოვნებით "გიზი" ბაზარზე ახალ სტანდარტს ამკვიდრებს.

ახალი მოდის სახლი გრანდიოზულ ჩვენებას გეგმავს. შოუ მრავალმხრივი იქნება და ორკესტრის და კაპელას გარდა, სხვადასხვა შემოქმედებითი ღონისძიებებია დაგეგმილი.

ჩვენებას სხვა სტუმრებთან ერთად ჟურნალ "ფეშენ-კოლექშენის" მთავარი რედაქტორი რომან ალექსანდროვი და ყაზახეთის მოდის კვირეულის არტ-დირექტორი ალექსანდრ ჩემიც დაესწრებიან.

გიორგი ბერიძე

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება