ქეთი მელუას ახალი კლიპი ფარაჯანოვის ფილმის კადრებით

ქეთი მელუას ახალი კლიპი ფარაჯანოვის ფილმის კადრებით

დიდ ბრიტანეთში მოღვაწე ქართველმა მომღერალმა ქეთი მელუამ საკუთარ "ფეისბუქის" გვერდზე, სიმღერაზე Love Is A Silent Thief (სიყვარული ჩუმი ქურდია) კლიპი გამოაქვეყნა. კლიპი აგებულია სერგო ფარაჯანოვის ფილმის - "ბროწეულის ფერი", კადრების მიხედვით.

ვიდეოს თან ერთვის წარწერა - "ეძღვნება რეჟისორს ბატონ ფარაჯანოვს, მადლობა რომ ეს სიმღერა შთამაგონე. ეს ვიდეო მაიკლ დანთან (კლიპმეიკერი) ერთად დავამონტაჟე, კადრები აღებულია სომხური წარმოშობის ქართველი კინორეჟისორის სერგო ფარაჯანოვის ფილმიდან "ბროწეულის ფერი".

სიმღერა Love Is A Silent Thief ქეთი მელუას ბოლო ალბომშია შესული. ალბომი "Ketevan" გაყიდვაში სექტემბრის დასაწყისიდან გამოვიდა.

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება