მომღერალი მადონა დაინიშნა. ვარსკვლავის რჩეული 25 წლის საყვარელი ბრაჰიმ ზაიბატია. წყვილი ერთმანეთს 2 წელია ხვდება. როგორც დასავლური პრესა წერს, მადონამ მეგობრებს ბრაჰიმი, როგორც საქმრო, 4 სექტემბერს ნიუ-იორკის რესტორანში გააცნო.
"ის ძალიან ბედნიერი იყო. ყველას ეუბნებოდა, რომ ამ კაცზე დაქორწინებას აპირებს", - ამბობს წყარო.
შეგახსენებთ, მომღერლის ყოფილი მეუღლეები, ჰოლივუდის ვარსკვლავები: რეჟისორი გაი რიჩი და მსახიობი შონ პენი იყვნენ.
მომზადებულია showbizspy.com-ის მიხედვით.