თა­კო აბა­ში­ძე:­ "ბი­ძა­ჩე­მის სახ­ლში სას­წა­უ­ლი მოხ­და"

თა­კო აბა­ში­ძე:­ "ბი­ძა­ჩე­მის სახ­ლში სას­წა­უ­ლი მოხ­და"

რამ­დე­ნი­მე წლის წინ მსა­ხი­ობ თა­კო აბა­ში­ძის ბიძის ოჯა­ხი სას­წა­უ­ლის მომ­სწრე გახ­და. ერთ მშვე­ნი­ერ დღეს მათ ფან­ჯრებ­ზე ჯვრე­ბი გა­მო­ი­სა­ხა. ამ ფე­ნო­მე­ნის ამოხ­სნა არა­ერ­თმა ექ­სტრა­სენ­სმა ამა­ოდ სცა­და, სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­მა კი ეს სას­წა­უ­ლად შე­ა­ფა­სეს, თუმ­ცა ახ­სნა ვერც მათ მო­უ­ძებ­ნეს. სას­წა­უ­ლი აბა­ში­ძე­ე­ბის ოჯახ­ში დღემ­დე შე­სამ­ჩნე­ვი­ა.

- თა­კო, რო­დის გა­მო­ი­სა­ხა ფან­ჯრებ­ზე ჯვრე­ბი?

- ამ უც­ნა­უ­რო­ბის შემ­სწრე სა­მი წლის წინ გავ­ხდით. ერთ მშვე­ნი­ერ დღეს ბი­ძა­ჩე­მის სახ­ლის ყვე­ლა ფან­ჯა­რა­ზე ჯვრე­ბი გა­მო­ი­სა­ხა. თა­ნაც ჯვრე­ბი მი­ნის ცალ მხა­რეს არის გა­მო­სა­ხუ­ლი და ძა­ლი­ან მკვეთ­რად ანა­თებს. არ ვი­ცით, რას და­ვუ­კავ­ში­როთ ეს სას­წა­უ­ლი, მორ­წმუ­ნე ოჯა­ხი გვაქვს, ხში­რად ვლო­ცუ­ლობთ, ჩვენს სახ­ლში მო­დი­ან სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი. მომ­ხდარ­მა ყვე­ლა გა­ა­ოგ­ნა, გვითხ­რეს, ასე­თი რამ არ­სად გვი­ნა­ხავ­სო და სას­წა­უ­ლად შე­ა­ფა­სეს.

- ჯვრე­ბის გა­მო­სახ­ვამ­დე უც­ნა­­­უ­რი არა­ფე­რი შე­გი­ნიშ­ნა­ვთ?

- არ ვი­ცი, რა­საც ახ­ლა გეტყ­ვით, სას­წა­უ­ლია თუ არა, მაგ­რამ წლე­ბის წინ მო­მაკ­ვდავ­მა ბე­ბი­ამ ჩემს ბი­ძაშ­ვილ­ზე თქვა, მი­ში­კო სა­კუ­თარ და­ბა­დე­ბის დღე­ზე აღეს­რუ­ლე­ბა­ო. ბე­ბი­ას წი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლე­ბა მარ­თლაც ახ­და. ჩე­მი ბი­ძაშ­ვი­ლი მი­ხე­ილ აბა­ში­ძე მო­ჭი­და­ვე იყო, ორ­გზის მსოფ­ლი­ოს და სამ­გზის ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნი სამ­ბო­ში, ის საკ­მა­ოდ ახალ­გაზ­რდა, 20 წლისა და­ი­ღუ­პა. იმ­ხა­ნად მი­ში­კოს და თა­მუ­ნა 7 თვის ორ­სუ­ლი იყო და ეს ტრა­გე­დია ნა­ყო­ფის­თვის შე­იძ­ლე­ბო­და სა­ბე­დის­წერო აღ­მო­ჩე­ნი­ლი­ყო. ამი­ტო­მაც მი­ში­კო ისე და­ვა­საფ­ლა­ვეთ, თა­მუ­ნას მი­სი გარ­დაც­ვა­ლე­ბა არ გა­უ­გი­ა. ერთ ღა­მე­საც მას მი­ში­კო და­ე­სიზ­მრა და სწო­რედ მის­გან შე­იტყ­ო, რომ ცოცხ­ლებს შო­რის აღარ იყო. ამა­ზე სა­უ­ბა­რი ყო­ველ­თვის მიმ­ძიმს... მი­ში­კოს გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ჩე­მი ბი­ძა-­ბი­ცო­ლას სა­ძი­ნებ­ლის ფან­ჯრებ­თან ყო­ველ დი­ლით მიფ­რი­ნავ­დნენ ბე­ღუ­რე­ბი და აკა­კუ­ნებ­დნენ ფან­ჯა­რა­ზე. ერ­თხელ ბი­ცო­ლამ სა­კურ­თხი გა­ა­კე­თა, მი­ში­კოს შე­სან­დო­ბა­რი უნ­და ეთ­ქვა და გა­ი­გო­ნა, რო­გორ მი­უ­ჭა­ხუ­ნა ვი­ღა­ცამ ჭი­ქა. მალე ბი­ძა­ჩე­მი მძი­მე სე­ნით და­ა­ვად­და და რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში ისიც გარ­და­იც­ვა­ლა. სწო­რედ ა­მის შემ­დეგ გა­მო­ი­სა­ხა ფან­ჯრის მი­ნებ­ზე მა­ნა­თო­ბე­ლი ჯვრე­ბი. თავ­და­პირ­ვე­ლად ეს უც­ნა­უ­რი მოვ­ლე­ნა ბი­ცო­ლამ შე­ამ­ჩნი­ა, ამ დროს ის ფსალ­მუნს კითხ­უ­ლობ­და. მი­სა­ღე­ბი ოთა­ხის კა­რის მი­ნა­ზე, მთელ სი­მაღ­ლე­ზე, ოქ­როს­ფერ რკალ­ში ჩას­მუ­ლი ჯვა­რი გა­მო­ი­სა­ხა. რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ კი ამ ჯვრის გარ­შე­მო პა­ტარ­-პა­ტა­რა ჯვრე­ბი გაჩნდა და მალე მთელ სახ­ლში გავ­რცელ­და - სხვა კა­რის მი­ნებ­ზე, ტე­ლე­ვი­ზო­რის ეკ­რან­ზე. ბი­ძა­ჩე­მის ოთა­ხის კა­რის მი­ნა­ზე კი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ფორ­მი­სა და ფე­რის ჯვა­რი გა­მო­ი­სა­ხა, რო­მე­ლიც აღ­დგო­მის წი­ნა დღე­ებ­ში კვერ­ცხის ფორ­მის წრე­ში მო­ექ­ცა.

- რამ­დე­ნ ხა­ნს იყო ფანჯრებზე ჯვრე­ბი გა­მო­სა­ხუ­ლი?

- უკვე სა­მი წე­ლი გა­ვი­და და ჯვრე­ბი ისევ გა­მო­სა­ხუ­ლი­ა, ფი­ზი­კო­სებ­მაც ნა­ხეს ჯვრე­ბი და ვე­რა­ნა­ი­რი ახ­სნა ვერ მო­უ­ძებ­ნეს. მას შემ­დეგ ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა ჩვე­უ­ლებ­რი­ვად გრძელ­დე­ბა და არ ვი­ცით, რას მო­ას­წა­ვებს ეს ყველაფერი. ეს არის XXI სა­უ­კუ­ნის სა­ოც­რე­ბა, რო­მე­ლიც 1-ელ თე­ბერ­ვალს, ბი­ძა­ჩე­მის სახ­ლში, მი­სი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ და­იწყ­ო. ვი­საც არ სჯე­რა, ვურ­ჩევ, მო­ვი­დეს და თა­ვად ნა­ხოს ეს სასწაული.

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება