ბუბა კიკაბიძე - "სა­ქარ­თვე­ლო­ში მბლო­კა­ვენ"

ბუბა კიკაბიძე - "სა­ქარ­თვე­ლო­ში მბლო­კა­ვენ"

მომ­ღე­რა­ლი და მსა­ხი­ო­ბი ბუ­ბა კი­კა­ბი­ძე ბო­ლო ხანს მე­უღ­ლეს­თან ერ­თად ხში­რად სტუმ­რობს ყვარ­ლის ტბას და თევზაობით იქ­ცევს თავს. კარ­გა ხა­ნია სა­ქარ­თვე­ლო­ში კონ­ცერ­ტი აღარ ჰქო­ნი­ა, არც ქარ­თულ ფილ­მში გა­და­უ­ღი­ათ. ამის მიუ­ხე­და­ვად, დატ­ვირ­თუ­ლი გრა­ფი­კი აქვს, მე­ზო­ბელ ქვეყ­ნებ­ში და­დის გას­ტრო­ლებ­ზე. მომ­ღე­რალს ყვა­რელ­ში შევ­ხვდი, ის-ის იყო, ინტერ­ვიუ და­ვას­რუ­ლეთ და რუ­სი ტუ­რის­ტე­ბი ეს­ტუმ­რნენ, მას­თან ერ­თად სუ­რა­თე­ბი გა­და­ი­ღეს, არც თბი­ლი სიტყ­ვე­ბი დაი­შუ­რეს. ბუ­ბა კი­კა­ბი­ძე 2008 წლის შემ­დეგ რუ­სეთ­ში აღარ ყო­ფი­ლა, თუმ­ცა დღემ­დე იღებს მიწ­ვე­ვებს. ჩვე­ნი სა­უ­ბა­რიც სწო­რედ ამ თე­მით და­იწყ­ო:

- ახ­ლაც და­მი­რე­კეს რუ­სე­თი­დან და შე­მომ­თა­ვა­ზეს, კრემ­ლში და­გეგ­მილ კონ­ცერ­ტზე იმ­ღე­რე­ო, მაგ­რამ პრინ­ცი­პუ­ლად არ მივდი­ვარ. ერ­თმა­ნეთს პა­ტი­ვი უნ­და ვცეთ, სულ არ მა­ინ­ტე­რე­სებს, რო­მელ პო­ლი­ტი­კოსს რა აქვს ცუ­დი. არ­ჩე­ვანს ხალ­ხი აკეთებს. მსა­ხი­ო­ბი, მწე­რა­ლი, მხატ­ვა­რი - ის ხალ­ხი­ა, ვი­საც სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შა გა­აქვს მსოფ­ლიო ას­პა­რეზ­ზე, ისი­ნი წარმოა­ჩე­ნენ ქვე­ყა­ნას. პირ­ველ რიგ­ში ჩვენ უნ­და გვა­ინ­ტე­რე­სებ­დეს ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა და ხალ­ხი, სიმ­ღე­რა, კულ­ტუ­რა და ა.შ. სხვას არა­ვის აინ­ტე­რე­სებ. სა­ქარ­თვე­ლო არც პეტ­რე­სია და არც პავ­ლე­სი. სა­ნამ პურ­მა­რი­ლი გაქვს, მოვ­ლენ, არ გექ­ნე­ბა და არ მოვ­ლენ. გა­გი­კე­თე­ბენ საზღ­ვრებს, აგიკ­რძა­ლა­ვენ რა­ღა­ცებს და ა.შ. ყვე­ლა­ზე ად­რე მე შე­მეძ­ლო ამ ქვეყ­ნი­დან წას­ვლა, და­მერ­წმუ­ნეთ, მხართეძოზე ვიქ­ნე­ბო­დი წა­მო­წო­ლი­ლი და ყვე­ლა­ფე­რი მექ­ნე­ბო­და, მაგ­რამ ამას არ ვა­კად­რებ არც ჩემს თავს და არც ქვე­ყა­ნას. ჯერ შე­ნი სამ­შობ­ლო უნ­და გიყ­ვარ­დეს და მე­რე და­ნარ­ჩე­ნი... კი ვთქვი, რომ პო­ლი­ტი­კა­ზე ლა­პა­რა­კი არ მინ­და, მაგ­რამ მა­ინც ვლა­პა­რა­კობ. სა­დაც ჩავ­დი­ვარ, ყვე­ლა მეხ­ვე­ვა, მე­ხუ­ტე­ბა, მე­კითხ­ე­ბა, რო­გორ ხა­რო და ვამ­ბობ, რომ გადასარევად ვარ. შე­იძ­ლე­ბა ეს ქვე­ყა­ნა არ გიყ­ვარ­დეს? ნა­ხეთ, რა ლა­მა­ზი­ა. რო­ცა რა­ღაც მა­წუ­ხებს, არ შე­მიძ­ლია არ ვთქვა. შე­იძ­ლე­ბა სწო­რად არ ვცხოვ­რობ, მაგ­რამ რა ვქნა. რო­ცა მღე­რი, ხა­სი­ათ­ზეც უნ­და იყო, ისე ტყუ­ი­ლი გა­მო­გი­ვა. არ შე­იძ­ლე­ბა 24 სა­ა­თი ერ­თმა­ნე­თის გი­ნე­ბა. ვი­საც აირ­ჩე­ვენ, პრე­ზი­დენ­ტად ის მო­ვა, მაგ­რამ ხალ­ხი ერ­თად უნ­და ვიდ­გეთ და ამ პოლიტიკის გა­მო და­ვას არ უნ­და გა­დავ­ყვეთ. ერ­თხელ ხომ შე­იქ­მნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლად არ­ჩე­ვის პრეცედენტი, ახ­ლა ვი­საც აირ­ჩე­ვენ, ის იქ­ნე­ბა სა­თა­ვე­ში და ამის გა­მო არ უნ­და ვლან­ძღოთ ერ­თმა­ნე­თი. ყვე­ლას აქვს უფლება, ამა თუ იმ სა­კითხ­ზე სა­კუ­თა­რი მო­საზ­რე­ბა ჰქონ­დეს. ოდეს­მე ხომ უნ­და და­ვემ­სგავ­სოთ ცი­ვი­ლი­ზე­ბულ ქვე­ყა­ნას, წყნა­რად მი­ვი­დეთ სა­არ­ჩევ­ნო უბან­ში და პა­ტი­ვი ვცეთ ერ­თმა­ნე­თის აზრს. გას­ტრო­ლებ­ზე რომ არ დავ­დი­ო­დე, გავ­გიჟდებოდი. მარ­ტო ზე­მოთ ყუ­რე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა, ხან­და­ხან ქვე­მო­თაც უნ­და და­ი­ხე­დო ადა­მი­ან­მა.

- გე­ნატ­რე­ბათ რუ­სი მსმე­ნე­ლი?

- ხალ­ხმა რა და­ა­შა­ვა? მე რუ­სი ხალ­ხის­თვის არ მით­ქვამს უა­რი. უკ­რა­ი­ნა­ში მო­დი­ან ჩემს კონ­ცერ­ტზე რუ­სე­ბი. 19 ივ­ნისს 75 წე­ლი შე­მის­რულ­და, და­მი­რე­კეს და მო­მი­ლო­ცეს რუ­სე­თი­დან. ყა­ზა­ხე­თი და უკ­რა­ი­ნა მაძ­ლევს სა­ხალ­ხო არ­ტის­ტის წო­დე­ბას. უამ­რა­ვი სტუ­მა­რი ჩა­მო­ვი­და, ჩვე­ნებს კი... არ მინ­და ამ თე­მა­ზე ლა­პა­რა­კი...

- რა გეგ­მე­ბი გაქვთ?

- და­გეგ­მი­ლი მაქვს გას­ტრო­ლე­ბი უკ­რა­ი­ნა­ში, ყა­ზა­ხეთ­ში, ბალ­ტი­ის­პი­რეთ­ში, ყვე­ლა დიდ დარ­ბაზ­ში ჩა­ტარ­დე­ბა ჩე­მი საიუბილეო კონ­ცერ­ტე­ბი, მინ­დო­და თბი­ლის­ში და­მეს­რუ­ლე­ბი­ნა ეს ტუ­რი, მაგ­რამ ჯერ არ ვი­ცი, რა იქ­ნე­ბა... 12-ში მივ­დი­ვარ ო­ტა­ვა­ში, შემ­დეგ ის­რა­ელ­სა და გერ­მა­ნი­ა­ში. მიმ­დი­ნა­რე­ობს მო­ლა­პა­რა­კე­ბა ამე­რი­კას­თან. მე და ავ­თო მა­ხა­რა­ძე აზერბაიჯანულ ფილ­მში მიგ­ვიწ­ვი­ეს, სულ მა­ლე და­იწყ­ე­ბა გა­და­ღე­ბა, წელს სამ სუ­რათ­ში გა­და­მი­ღეს, ქარ­თულ ფილ­მებ­ში კი არ მი­ღე­ბენ, ვიბ­ლო­კე­ბი (ი­ცი­ნის).

- ვინ გბლო­კავთ?

- გი­ნა­ხი­ვართ ბო­ლო დროს ქარ­თულ ფილ­მში? რუ­სე­თი­დან გა­მოგ­ზავ­ნი­ლი 150-მდე სცე­ნა­რი მი­დევს სახ­ლში, ყვე­ლა ქურდებ­ზე, პო­ლი­ცი­ა­სა და მა­ფი­ა­ზე­ა. პრობ­ლე­მა იყო ყა­რა­ბა­ღი, მაგ­რამ ჩვე­ნებ­მა ისე გა­და­ი­ღეს ფილ­მი, რომ კვან­ძი არ გაიხსნა. სულ ნარ­კო­მა­ნი­ა­სა და მე­ძავ ქა­ლებ­ზე ფილ­მის გა­და­ღე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. სცე­ნა­რის­ტე­ბი აღარ გვყავს, მხატ­ვრულ ფილმს არა­ვინ იღებს, გა­და­ღე­ბა­ზე იწე­რე­ბა ფილ­მის ში­ნა­არ­სი. აქ ფუ­ლის ამ­ბა­ვიც არის. უმ­დიდ­რე­სი ლი­ტე­რა­ტუ­რა და ისტორია გვ­აქვს, ამის მი­ხედ­ვით და­წე­რილ სცე­ნარ­ში სი­ა­მოვ­ნე­ბით ვი­თა­მა­შებ. ქარ­თუ­ლი კი­ნო მთელ მსოფ­ლი­ო­ში იყო აღიარე­ბუ­ლი. ჩვენ­ნა­ი­რი ნი­ჭი­ე­რი ხალ­ხი არ­სად მი­ნა­ხავს. იმე­დი მაქვს, აღ­ვად­გენთ ქარ­თულ კი­ნოს.

- ნაწყ­ე­ნი ხართ?

- შე­იძ­ლე­ბა მა­ღალ­ფარ­დოვ­ნად ჟღერს, მაგ­რამ მა­დარ­დებს ის, რაც ჩემს გარ­შე­მო ხდე­ბა. და­უნ­დობ­ლე­ბი გავ­ხდით ერთმანეთის მი­მართ, ყვე­ლა თა­ვის ნა­ჭუჭ­ში ჩა­ი­კე­ტა, ნაკ­ლე­ბად ვფიქ­რობთ ქვეყ­ნის მო­მა­ვალ­ზე, გა­უ­ტან­ლო­ბა და შუ­რი მოგვე­ძა­ლა. გა­ჭირ­ვე­ბის ჟამს ქარ­თვე­ლე­ბი ყო­ველ­თვის ერ­თმა­ნე­თის გვერ­დით იდ­გნენ, გუ­ლი მიგ­რძნობს, დი­დი პრობლემების წი­ნა­შე ვდგა­ვართ და ახ­ლა შეიძლება ერ­თმა­ნე­თის შუღლი? დი­დი ილი­ას გზით ვი­ა­როთ, აღარ გა­ვი­მე­ო­როთ წი­ნა თა­ო­ბის შეც­დო­მე­ბი და აუ­ცი­ლებ­ლად ვი­პო­ვით ად­გილს ამ და­უნ­დო­ბელ სამ­ყა­რო­ში.

ესაუბრა თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება