ბერა ივანიშვის საკონცერტო ტურნე ბათუმში დაიწყო

ბერა ივანიშვის საკონცერტო ტურნე ბათუმში დაიწყო

ბერა ივანიშვილის საკონცერტო ტურნე გუშინ, 14 სექტემბერს ბათუმში გამართული სოლო-კონცერტით დაიწყო. კონცერტზე შესრულდა როგორც მსმენელისთვის უკვე ცნობილი ჰიტები, ასევე ახალი სიმღერები. კომპანია Georgioan Dream Studio-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საკონცერტო შოუ-პროგრამების მოსაწყობად სტუდიამ ფრანგი ქორეოგრაფი, Zack Reece მოიწვია, რომელმაც ქართველ და უცხოელ მოცეკვავეებთან ერთად იმუშავა.

იმავე დღეს ბათუმში კოალიცია "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატის, გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო შტაბის პრეზენტაცია მოეწყო. მოგვიანებით გიორგი მაგველაშვილი და ვიცე-პრემიერი კახი კალაძე ბერას კონცერტს დაესწრნენ.

ბერა ივანიშვილის საკონცერტო საქართველოს ყველა ქალაქს მოივლის და 25 ოქტომბერს თბილისში გრანდიოზული კონცერტით დასრულდება.

ტურნე სახელწოდებით"ჩვენ ვართ საქართველო" 2 თვის მანძილზე გასტანს.

ეს ბერას რიგირთ მეორე საკონცერტო ტურნე იქნება. პირველ ტურნეს მისი პირველივე ალბომის სახელი"გპირდები" ერქვა და გასულ წელს საჩხერეში დაიწყო.

იხილეთ ფოტოგალერეა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება