და­თუ­ნა სუ­ლი­კაშ­ვი­ლი: "თბი­ლის­ში არ არის კარ­გი არ­ჩე­ვა­ნი"

და­თუ­ნა სუ­ლი­კაშ­ვი­ლი: "თბი­ლის­ში არ არის კარ­გი არ­ჩე­ვა­ნი"

ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რე­ბის უმე­ტე­სო­ბას უხა­რის­ხო და ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი კო­ლექ­ცი­ის გა­მო ხში­რად აკ­რი­ტი­კე­ბენ. ახალ­გაზ­რდა დი­ზა­ი­ნე­რი და­თუ­ნა სუ­ლი­კაშ­ვი­ლი მათ­გან გა­მო­ნაკ­ლი­სი­ა. მის მი­ერ შექ­მნილი კო­ლექ­ცი­ა სა­ყო­ველ­თაო მო­წო­ნე­ბას იმ­სა­ხუ­რებს. დი­ზა­ი­ნე­რი მო­დის ტენ­დენ­ცი­ებ­სა და სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა:

-  ახალ კო­ლექ­ცი­ა­ზე ვმუ­შა­ობ­დი, უამ­რა­ვი საქ­მე მქონ­და, ამი­ტომ მთე­ლი ზაფ­ხუ­ლი თბი­ლის­ში გა­ვა­ტა­რე. შევ­ქმე­ნი კო­ლექ­ცია მოს­კო­ვის­თვის, უკ­რა­ი­ნი­სა და საფ­რან­გე­თის­თვის. ძა­ლი­ან და­ვი­ღა­ლე და ახ­ლა ვა­პი­რებ, ერ­თი კვი­რით მე­გობ­რებ­თან ერ­თად ევ­რო­პის რო­მე­ლი­მე ქვე­ყა­ნა­ში და­ვის­ვე­ნო.

-  უცხ­ო­უ­რი მხა­რის­გან იყო და­ინ­ტე­რე­სე­ბა, თუ თა­ვად შეს­თა­ვა­ზეთ თქვე­ნი ნა­მუ­შევ­რე­ბი?

-  ბევ­რი მე­გო­ბა­რი მყავს საზღ­ვარ­გა­რეთ, ხში­რად ვმოგ­ზა­უ­რობ, მო­დის კვი­რე­ულ­ზეც უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი გა­ვი­ცა­ნი, გა­ვუგ­ზავ­ნე ჩე­მი ნა­მუ­შევ­რე­ბი, და­ინ­ტე­რეს­დნენ და შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი მი­ვი­ღე. მო­და სა­ქარ­თვე­ლო­ში ნე­ლი ნა­ბი­ჯე­ბით, მაგ­რამ მა­ინც ვი­თარ­დე­ბა, ამას ხე­ლი შე­უწყო მო­დის კვი­რე­უ­ლებ­მა, ბევ­რი ნი­ჭი­ე­რი დი­ზა­ი­ნე­რი გა­მო­ჩნ­და, არა­ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტი გან­ხორ­ცი­ელ­და. ძი­რი­თა­დად, თბი­ლი­სის მო­დის კვი­რე­ულ­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობ, ორ­ჯერ მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მო­დის კვი­რე­ულ­ზე, რო­მელ­საც და­ვით ბაქ­რა­ძის მე­უღ­ლე მა­კა მეტ­რე­ვე­ლი ატა­რებ­და. ჩე­მი აზ­რით, "თბი­ლი­სის მო­დის კვი­რე­უ­ლი" უფ­რო მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გა­მო­ვი­და, რად­გან ბევ­რი დი­ზა­ი­ნე­რი მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

-  ახა­ლი კო­ლექ­ცი­ის ჩვე­ნე­ბას მუდ­მი­ვად გან­სხვა­ვე­ბულ გა­რე­მო­ში ატა­რებთ და ცდი­ლობთ, შო­უს სა­ხე მის­ცეთ...

-  ნე­ბის­მი­ე­რი ამე­რი­კე­ლი თუ ევ­რო­პე­ლი დი­ზა­ი­ნე­რი ცდი­ლობს, თა­ვი­სი ნა­მუ­შე­ვა­რი ორი­გი­ნა­ლუ­რად წა­რუდ­გი­ნოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას, სწო­რად უნ­და იყოს შერ­ჩე­უ­ლი გა­რე­მოც და მუ­სი­კაც. კო­ლექ­ცი­ის შექ­მნი­სას დი­ზა­ი­ნე­რი ქმნის ქალს. სწო­რად რომ და­ა­ნა­ხო სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რო­გო­რი ჩაც­მუ­ლი უნ­და იყოს მო­დუ­რი ქა­ლი, ის შე­სა­ბა­მის გა­რე­მო­შიც უნ­და წა­რუდ­გი­ნო. ამ კუთხ­ით ბევ­რი დაბ­რკო­ლე­ბა მექ­მნე­ბა კო­ლექ­ცი­ა­ზე მუ­შა­ო­ბი­სას, მაგ­რამ მა­ინც ვა­ხერ­ხებ. არი­ან დი­ზა­ი­ნე­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ფიქ­რო­ბენ, რომ ეს არ სჭირ­დე­ბათ.

-  ვის გა­მო­არ­ჩევთ ახალ­ბე­და დი­ზა­ი­ნე­რე­ბი­დან?

-  ახალ თა­ო­ბა­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად მომ­წონს გო­ლა, მას გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ხედ­ვა, კარ­გი ფან­ტა­ზია აქვს და აუ­ცი­ლებ­ლად იტყ­ვის თა­ვის სიტყ­ვას. მე ვე­რა­ვის შე­ვა­ფა­სებ, დი­ზა­ი­ნე­რი მო­დის კრი­ტი­კოს­მა უნ­და შე­ა­ფა­სოს. მე შე­იძ­ლე­ბა არ მომ­წონ­დეს "დოლ­ჩე და გა­ბა­ნა", მაგ­რამ ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ ცუ­დი­ა.

-  აპი­რებთ, საზღ­ვარ­გა­რეთ გა­ნაგ­რძოთ კა­რი­ე­რა?

-  უკ­ვე და­ვიწყე მუ­შა­ო­ბა მაგ კუთხ­ით. დღეს და ხვალ არ ჩა­ვა­ლა­გებ ჩან­თას და არ გა­ვემ­გზავ­რე­ბი, მაგ­რამ რო­გორც კი იქა­უ­რი ბაზ­რის­თვის რა­მე ფა­სე­ულს შევ­ქმნი, წა­ვალ. მო­დის სფე­როს­თვის ფი­ნან­სე­ბი აუცილებელია, აქ რთუ­ლია და­ინ­ტე­რე­სე­ბა ბიზ­ნეს­მე­ნისა, რო­მე­ლიც პო­ტენ­ცი­უ­რი დამ­ფი­ნან­სე­ბე­ლი­ა. იშ­ვი­ა­თად მეხ­მა­რე­ბა ვინ­მე ფი­ნან­სუ­რად, ძი­რი­თა­დად სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბით ვა­ხერ­ხებ ყვე­ლა­ფერს.

-  ინ­ტერ­ნეტ­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა ავ­თან­დი­ლი­სა და დე­ვიდ კო­მას მი­ერ შექ­მნი­ლი კოს­ტი­უ­მე­ბი, რომ­ლე­ბიც ერ­თმა­ნე­თის მსგავ­სი­ა. თუ ნა­ხეთ ეს ფო­ტო­ე­ბი?

-  ეგ კოს­ტი­უ­მე­ბი არ მი­ნა­ხავს და ვე­რა­ფერს ვიტყ­ვი, მაგ­რამ ხში­რად ხდე­ბა, რო­ცა ერ­თი დი­ზა­ი­ნე­რის კოს­ტი­უ­მი მე­ო­რეს ჰგავს მკლა­ვით, სა­ყე­ლო­თი და ა.შ. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი­ა, რომ დი­ზა­ი­ნერ­მა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზ­მი შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს.

-  თქვენი ჩაც­მის სტილს რა ჰქვი­ა?

-  მიყ­ვარს თა­ვი­სუ­ფა­ლი და კომ­ფორ­ტუ­ლი სტი­ლის სა­მო­სი. მთე­ლი დღე სა­ყიდ­ლებ­ზე სი­ა­რუ­ლი არ მიყ­ვარს და არც სა­ა­მი­სო დრო მაქვს. სამ­წუ­ხა­როდ, თბი­ლის­ში არ არის კარ­გი არ­ჩე­ვა­ნი. მე მხო­ლოდ "ტი ელე­ფოსა" და "პრი­ვე­ში" ვი­მო­სე­ბი. გარ­დე­რობ­ში ჩე­მი შექ­მნი­ლი რამ­დე­ნი­მე კოს­ტი­უ­მიც მაქვს.

-  რა არის მო­დუ­რი ამ სე­ზონ­ზე?

-  ეს არის კითხ­ვა, რო­მე­ლიც არ მიყ­ვარს. მო­დის ტენ­დენ­ცი­ებს სა­კუ­თარ ჩაც­მუ­ლო­ბა­ში არა­სო­დეს ვით­ვა­ლის­წი­ნებ. ადა­მი­ანს რაც აც­ვი­ა, უნ­და უხ­დე­ბო­დეს. მხო­ლოდ იმის თქმა შე­მიძ­ლი­ა, რომ ამ სე­ზონ­ზე აქ­ტუ­ა­ლუ­რია გე­მოვ­ნე­ბით შე­ხა­მე­ბუ­ლი ოქ­როს­ფე­რი და ლურ­ჯი სა­მო­სი.

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება