ნოე სულაბერიძე: "ჟიურიში ნინო სურგულაძეს იხილავთ"

ნოე სულაბერიძე: "ჟიურიში ნინო სურგულაძეს იხილავთ"

"ცეკვავენ ვარსკვლავების" პროექტი ჟიურის წევრებით თანდათან კომპლექტდება. ცნობილი გახდა, რომ მისი წევრი საოპერო ჟანრის მომღერალი, ცნობილი არტისტი, ნინო სურგულაძეც იქნება. "ამბები.გე" პროექტის ხელმძღვანელ ნოე სულაბერიძეს ესაუბრა:

- მოლაპარაკება ნინო სურგულაძესთან პოზიტიურად დასრულდა, - ის იქნება ჟიურის წევრი. მას ძალიან მოსწონს ეს პროექტი. ჩვენც ძალიან გვინდოდა, რომ ნინო ჟიურის შემადგენლობაში ყოფილიყო. ის ქართულ ხელოვნებაში ნათელი ფიგურაა, ამასთან, ახალგაზრდა წარმატებული ადამიანი, რომელიც ძალიან იშვიათად ჩნდება ტელეეკრანზე და ამიტომ მის მიმართ მაყურებელს ინტერესი ყოველთვის აქვს. ახლა კი "ცეკვავენ ვარსკვლავები" მაყურებელს მისი ხილვის საშუალებას მისცემს.

- ნინო ევროპაში მოღვაწეობს და მყარად გაწერილი გრაფიკი აქვს. როგორ დაითანხმეთ იმაზე, რომ საქართველოში 3 თვის განმავლობაში გაჩერდეს?

- სწორედ ამიტომაც მიმდინარეობდა მასთან ხანგრძლივი მოლაპარაკება, რაღაცები პრობლემას წარმოადგენდა, მაგრამ ყველაფერი წარმატებით დასრულდა.

ლალი ფაცია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება