რატომ დაიტვირთა უარყოფითი ემოციებით ბათუმში ჯაბა კილაძე

რატომ დაიტვირთა უარყოფითი ემოციებით ბათუმში ჯაბა კილაძე

მსახიობი ჯაბა კილაძე მარჯანიშვილისა და თავისუფალ თეატრებში თამაშობს, თან ამბობს, რომ ეს არის მისი ორი სახლი და ორი საყვარელი ადგილი. ახლა ისევ ისვენებს, თუმცა ახალი სეზონიდან სიახლეებს ელოდება. წელს საქართველოს კურორტებს ეწვია დასასვენებლად, თუმცა ბათუმში შექმნილმა სიტუაციამ გააღიზიანა და საკუთარი პოზიცია ჩვენთან ინტერვიუშიც ვერ დამალა. ჯაბა ამჟამად დაქორწინებული არ არის. როგორც ამბობს, მის პირად ცხოვრებაში საინტერესო არაფერი ხდება. მსახიობს მომღერალ თამთა ჭელიძესთან ერთი შვილი ჰყავს - ლიზა.

- ჯერ კიდევ დასვენების რეჟიმში ვარ, ამიტომ ჯერ არ ვიცი, რა სიახლეები იგეგმება ახალ სეზონზე. წლევანდელი ზაფხული განსაკუთრებული არ ყოფილა, ცოტა ხანს ბათუმში ვიყავი, ცოტა ხანს - ჩემს სოფელში, მარტყოფში, მერე ფასანაურში ჩავედი და სულ ეს იყო.

დილა

... ამჟამად პასიურად ვცხოვრობ. თუ დაკავებული არ ვარ, შეიძლება ითქვას, რომ დილა არ მაქვს, რადგან დღის ამ მონაკვეთში მძინავს. გაღვიძებისთანავე ჰიგიენურ პროცესებს ვუთმობ დროს, მერე ვსაუზმობ და აუცილებლად მივირთმევ ყავას.

თავის მოვლა

... თუ ვინმეს ჰგონია, რომ თავს არ უნდა მოუაროს, ეს ძალიან ცუდი ტენდენციაა. თუ ძალიან არ მეჩქარება, მაშინ ერთ საათს ვანდომებ მზადებას. სამოსის შერჩევაზე წინასწარ თითქმის არასდროს ვფიქრობ, უმეტეს შემთხვევაში სპონტანურად ვწყვეტ, რა ჩავიცვა. გამონაკლისი მაშინ ხდება, როცა განსაკუთრებულ ადგილას მივდივარ, სადაც დრესკოდია დაწესებული.

შოპინგი

... შოპინგი ვის არ უყვარს?.. სიამოვნებაა ეს პროცესი. როდესაც რაღაც მჭირდება, მივდივარ და მარტივად ვიძენ. ზომიერად მფლანგველი ვარ, არ მივეკუთვნები იმ ადამიანთა კატეგორიას, ბოლო კაპიკებს სამოსში რომ იხდიან. ჩემი აზრით, დიდი სისულელეა, მაგარი შარვალი გეცვას და საჭმელი არ გქონდეს. რაც შეეხება ცნობადობის დადებით მხარეს შოპინგისას, რასაკვირველია, უფრო მეტად იჩენენ ყურადღებას, როდესაც ცნობილ ადამიანს ხედავენ, მაგრამ მე თუ მკითხავთ, ეს ცუდია, რადგან ჩვენთან მომსახურება ძალიან დაბალ დონეზეა. ამიტომ ჯობს ნებისმიერ ადამიანს ისე მოემსახურონ, როგორც საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანს. ზოგადად, ნებისმიერი სფეროს წარმომადგენელი ყველას კარგად უნდა ემსახურებოდეს, ელემენტარული წესია ეს, რაც ჩვენ არ გაგვაჩნია. მიუხედავად იმისა, რომ ბარმენი და ოფიციანტი მეგობრებიც მრავლად მყავს, შეიძლება რომელიმე დაწესებულებაში მიმტანი ისეთი სახით მოვიდეს, რომ მადა დაგეკარგოს.

სამზარეულოში

... მართალია ამბობენ, კაცები კარგი კულინარები არიანო, მაგრამ მე ამ საკითხში სერიოზულად მოვიკოჭლებ. თუ მოვინდომე, რაღაცას მოვაბამ თავს, მაგრამ იდეები ამ მხრივ არ მაწუხებს.

გართობა

... ძალიან მიყვარს გართობა, გატაცებული ვარ კლუბური ცხოვრებით, ელექტრომუსიკით, მაგრამ ზოგი ვერ ხვდება და ვერ ერგება კლუბურ გარემოს და იქ სხვადასხვა სურვილის დასაკმაყოფილებლად მიდის, მუსიკის მოსმენაც თუ შეიძლება იქ, ვერ წარმოუდგენიათ. ამიტომ ხანდახან გაუგებარი დიალოგები იმართება, შეიძლება კლუბის ხმაურში ისეთი იდიოტობა გითხრას ვიღაცამ, რომ გაოცება ვერ დამალო... არ მიზიდავს რესტორნები, ალკოჰოლიც ზომიერად მიყვარს, ისე არასდროს დავმთვრალვარ, მეორე დღეს წინა ღამის ამბები რომ არ მხსომებოდა; არ მიყვარს, როცა კონტროლს ვკარგავ... რაც შეეხება ტრადიციულ სუფრებს, თამადის ინსტიტუტს, ყანწით დალევას, ამის დიდი მოტრფიალე არ გახლავართ, მაგრამ ესეც ჩვენი ტრადიციაა და თავისი ადგილი აქვს. თუ სუფრის კარგი წევრები გყავს, მაშინ ასეთ გარემოში სასიამოვნოა ყოფნა. ტვინის გაბურღვამდე რომ მიდის საქმე, ნამდვილად არ მომწონს; ერთმანეთის ქება-დიდებაზე რომ გადადიან, მაღიზიანებს; რასაც ქართველები სუფრასთან ჭიქით ხელში ამბობენ, ის რომ რეალობად აქციონ, მართლა მაგარი ქვეყანა ვიქნებოდით.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება