The Guardian: აშშ-სა და ირანის პრეზიდენტები შესაძლოა ერთმანეთს შეხვდნენ

The Guardian: აშშ-სა და ირანის პრეზიდენტები შესაძლოა ერთმანეთს შეხვდნენ

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა შესაძლოა, ირანის პრეზიდენტს ჰასან როჰანს შეხვდეს. ამის შესახებ The Guardian-ი წერს. პრეზიდენტები ერთმანეთს შესაძლოა დღეს,  17 სექტემბერს ნიუ-იორკში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე შეხვდნენ. თუკი პრეზიდენტების ადმინისტრაციის წარმომადგენლები შეხვედრაზე შეთანხმდებიან, ეს იქნება პირველი შეხვედრა აშშ -ირანის ლიდერებს შორის 1977 წლის შემდეგ.

ABC-სთან სატელევიზიო ინტერვიუში ობამამ განაცხადა, რომ როჰანთან მიმოწერა ჰქონდა და სურს გამოიყენოს თეირანის პოტენციალი სირიაში ვითარების სტაბილიზაციისთვის.

ამასთან, ობამამ აღნიშნა, რომ სირიაზე სამხედრო იერიშის მიტანაზე უარის თქმა, არ ნიშნავს ირანის ბირთვული პროგრამის საპასუხოდ დარტყმაზე  უარის თქმას. "ვფიქრობ, რომ ირანელები ხვდებიან, რომ ირანის ბირთვული პროგრამის საკითხი ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სირიაში ქიმიური იარაღის საკითხი", - ხაზგასმით აღნიშნა ობამამ.

ბოლო შეხვედრა აშშ-სა და ირანის ლიდერებს შორის 1977 წელს შედგა. მაშინ ერთმანეთს ირანის უკანასკნელი შაჰი მოჰამედ რეზა ფეჰლევი და ჯიმი კარტერი შეხვდნენ. 1979 წლის 4 ნოემბერს ირანში ისლამური რევოლუცია მოხდა. რევოლუციის მომხრეებმა აშშ-ის საელჩოს თანამშრომლები ტყვედ ჩაიგდეს. მას შემდეგ აშშ-მა ირანთან  დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა. ვაშინგტონმა ირანის წინააღმდეგ პოლიტიკური და ეკონომიკური სანქციები შემოიღო.

მომზადებულია The Guardian-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა