ვაშინგტონში, სამხედრო-საზღვაო მეთაურთა ცენტრში თავდასხმას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა

 ვაშინგტონში, სამხედრო-საზღვაო მეთაურთა ცენტრში თავდასხმას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა

ვაშინგტონში, სამხედრო-საზღვაო მეთაურთა ცენტრში, ცეცხლის გახსნის შედეგად სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას "ბი-ბი-სი" "ვაშინგტონ პოსტზე" დაყრდნობით ავრცელებს.

არსებული ცნობით, ცეცხლი სამმა პირმა გახსნა. პოლიციის განცხადებით, თავდამსხმელთაგან ერთი ლიკვიდირებულია, ერთი - იძებნება, მესამეზე კი ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება.

ამასთან, სამხედროები აცხადებენ, რომ რვა ადამიანია დაჭრილი, რომელთა შორის ორი პოლიციელია. ექიმების განმარტებით, სამი დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა.

ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, მან შორიდან დაინახა პიროვნება, რომელმაც ცეცხლი გახსნა. იგი მათი მისამართით დამიზნებით ისროდა.

ცენტრში 3 ათასი ადამიანი მუშაობს და იქ საშვის გარეშე არავის უშვებენ. ადგილზე საგანგებო სიტუაციათა სამსახურის რამდენიმე მანქანა და ვერტმფრენია მობილიზებული.

მომხდარის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტს აცნობეს, რომელმაც ფედერალურ სამსახურს განკარგულება მისცა, ადგილზე კოორდინირებულად იმოქმედონ. ობიექტი ამერიკის სამხედრო ფლოტი ერთ-ერთი უძველესია და იგი მე-19 საუკუნის დასაწყისში აშენდა.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა