ქრისტინე იმედაძე: "მამიდაჩემი - ია ფარულავა, გუშინ, ჩემს შვილზე მეტად ემზადებოდა სკოლაში წასასვლელად"

ქრისტინე იმედაძე: "მამიდაჩემი - ია ფარულავა, გუშინ, ჩემს შვილზე მეტად ემზადებოდა სკოლაში წასასვლელად"

"გუშინ ჩემთვის უმნიშვნელოვანესი დღე იყო, ვინაიდან ჩემი შვილი - ტაისია სკოლაში პირველად წავიდა", - ამბობს მომღერალი ქრისტინე იმედაძე, რომელმაც აღნიშნულის დასტურად, საკუთარი "ფეისბუქის" გვერდზე არაერთი საინტერესო ფოტო განათავსა. ჩვენ კი მას ამის კვალდაკვალ დავუკავშირდით.

ქრისტინე იმედაძე:

- მთელი დღე აფორიაქებული ვიყავი, ვღელავდი, რატომ, არ ვიცი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ძალიან ბედნიერი ვარ, ჩვენ ცხოვრებაში ახალი, საინტერესო ეტაპი რომ დაიწყო. ჩემთვის მთავარია, შვილს ყველა პირობა შევუქმნა იმისთვის, რომ განათლებული და ჭკვიანი გოგო გაიზარდოს... ის უკვე 53-ე სკოლის მოსწავლეა.

- როგორ ემზადებოდით დედა-შვილი სასკოლედ?

- მამიდაჩემმა და ტაისიას ნათლიამ - ია ფარულავამ ულამაზესი სკოლის ჩანთა აჩუქა, ჩვენ კი სასკოლო ნივთები ერთად შევარჩიეთ...

მნიშვნელოვანი იყო, რომ ია ასეთ დღეს ტაისიასთან ერთად ყოფილიყო და ამისთვის მგონია, რომ ბავშვზე მეტად ემზადებოდა, - სკოლაში ჩვენზე ადრე მივიდა და ჩემს შვილს გული გაუხარა... ის ყოველთვის ზრუნავს ტაისიას გახალისებაზე და რა თქმა უნდა, გუშინაც ამ უმნიშვნელოვანეს დღესაც, სრული პასუხისმგებლობით მოეკიდა...

- ზოგიერთმა ბაშვმა, სანამ სკოლაში მივა, წინასწარ იცის ანბანი, დათვლა... ტაისიამაც ხომ არ იცის ანბანი?

- ტაისია ჭკვიანი გოგოა, დათვლაც იცის, ანბანიც და ორ ენაზეც თავისუფლად ლაპარაკობს, მაგრამ ეს ყველაფერი მეტწილად, დედაჩემის დამსახურებაა, მე ვერაფერს დავიბრალებ...

- როგორი იყო შენი გოგონასთვის სკოლაში გატარებული პირველი დღე?

- საერთოდ, პირველი შთაბეჭდილება ყველაფერში მნიშვნელოვანია, ამიტომ ვეცადე, გუშინდელი დღე ტაისიასთვის გამორჩეული და ლამაზი ყოფილიყო. ის სკოლაში მისი საყვარელი კაბით წავიყვანე, თან ბევრნი ვახლდით, გადავუღეთ ფოტოები, ბევრიც ვიცინეთ. მოგვიანებით მე, ტაისია და მისი მეგობრები "მაკდონალდსში" წავედით, მერე კი ვაკის პარკში გადავინაცვლეთ და ბავშვებს პატარა საჩუქრებიც გავუკეთეთ.

მგონი, ამ ყველაფრით ტაისია კმაყოფილია, იმედი მაქვს, ეს დღე მის მეხსიერებაში კარგად აღიბეჭდება...

- ჭირვეულობის გარეშე დარჩა ბავშვი სკოლაში?

- კი, არ გავუწვალებივარ, ადვილად დარჩა. თუმცა გუშინ მეც იქ ვიყავი, ველოდებოდი. ეს მანაც იცოდა, რომ ველოდებოდი.

ძალიან კომუნიკაბელური გოგონაა და ახალგაცნობილ ბავშვებთან გაერთო კიდეც.

- ალბათ ამ ყველაფრის ფონზე შენი სკოლაში მისვლის პირველი დღეც გაგახსენდა, არა?

- კი, კარგად მახსოვს ჩემი სკოლაში მისვლის პირველი დღე. დიდი ლამაზი კაბა მეცვა... არაჩვეულებრივი კლასი მყავდა, პირველი დღიდან შემიყვარდნენ ჩემი თანაკლასელები და სკოლა, თუმცა მოგვიანებით საბალეტო სასწავლებელში გადავედი და ის დავამთავრე. ის პერიოდი თბილად მახსენდება.

გუშინ მეც მომინდა ტაისიასთან ერთად სკოლაში სიარული...

ლალი ფაცია

სპეციალურად "მბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება