შერიმ სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობაზე უარი თქვა

შერიმ სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობაზე უარი თქვა

მომღერალმა შერიმ 2014 წლის სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობაზე, რუსეთში გეების წინააღმდეგ კანონის მიღების გამო, უარი თქვა.

მომღერალი გეების აქტიური დამცველია - ცნობილია, რომ მისმა ქალიშვილმა ჩესტიტიმ სქესის შეცვლის ოპერაცია გაიკეთა და ჩეზი გახდა. ამიტომ შერი სექს-უმცირესობას ღიად უჭერს მხარს.

კანადურ ჟურნალთან ინტერვიუში მომღერალმა აღიარა, რომ მისმა მეგობარმა "დიდმა ოლიგარქმა" სოჭის ოლიმპიადის გახსნაზე მიიწვია.

"მაშინვე უარი ვუთხარი და ვკითხე თუ რატომ იფეთქა გეების სიძულვილმა ამ ქვეყანაში. მან მიპასუხა, რომ უბრალო ადამიანები მთავრობას არ ეთანხმებიან", - განაცხადა მომღერალმა.

ამასთან, სოციალურ ქსელ "ტვიტერში" მომღერალი ანტი-გეი კანონის წინააღმდეგ პეტიციაზე ხელმოწერის აგიტაციას ეწევა. "ბევრი რუსი მეგობარი მყავს, ისინი გულკეთილნი არიან და გეების საწინააღმდეგო არაფერი აქვთ", - აცხადებს შერი.

მომზადებულია US Magazine-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება