"კოსტა კონკორდია" მაშველებმა ფსკერიდან ამოიყვანეს

"კოსტა კონკორდია" მაშველებმა ფსკერიდან ამოიყვანეს

იტალიის კუნძულ გილიოზე გასულ წელს ჩაძირული საკრუიზო ლაინერი "კოსტა კონკორდია" მაშველებმა ფსკერიდან ამოიყვანეს. ამის შესახებ "როიტერი" იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, ლაინერის ამოყვანას 19-საათიანი ოპერაცია დასჭირდა და მასში 500 ადამიანი მონაწილეობდა. "კოსტა კონკორდიას" სამაშველო ოპერაციაზე, ამ დროის მონაცემებით, უკვე დახარჯულია 600 მილიონ ევროზე მეტი.

"ვფიქრობ, მთელი გუნდი კმყოფილია, რომ შევძელით ოპერაციის წარმატებით დასრულება, რადგან მანამდე ბევრი სკეპტიკურად იყო განწყობილი, რომ ჩვენ მოვახერხებდით ლაინერის ამოყვანას", - განაცხადა ნიკ სლონმა, ოპერაციის ერთ-ერთმა კოორდინატორმა.

საკრუიზო ლაინერმა "კოსტა კონკორდია" იტალიაში, ტოსკანას რეგიონში კუნძულ ჯილიოზე ავარია 2012 წლის 13 იანვარს განიცადა. გავრცელებული ინფორმაციით, ლაინერი რიფს შეეჯახა.

114 ათასი ტონისა და 290 მეტრი სიგრძის ლაინერზე 4 ათასზე მეტი მგზავრი იმყოფებოდა. ავარიის შედეგად 32 მათგანი დაიღუპა.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია reuters.com-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა