თბილისში დაგეგმილი ირინა ალეგროვას კონცერტი აღარ გაიმართება

თბილისში დაგეგმილი ირინა ალეგროვას კონცერტი აღარ გაიმართება

თბილისის საკონცერტო დარბაზის სალაროებთან რუსული ესტრადის ვარსკვლავის, ირინა ალეგროვას აფიშები ჯერ კიდევ გაკრულია, თუმცა 19 სექტემბერს დაგეგმილი კონცერტი არ გაიმართება.

კონცერტის ორგანიზატორი ქალაქ ერევანში რეგისტრირებული კომპანია "ალეკს ევენტია", თუმცა გაყიდული ბილეთების თანხის დასაბრუნებლად ფილარმონიის სალაროში აღნიშნული კომპანიის წარმომადგენელი დღეს არ გამოცხადებულა.

ალეგროვას კონცერტებზე დასასწრები ბილეთები ბევრიც გაიყიდა და იაფიც არ ღირდა, შესაბამისად რუსული პოპმუსიკის მოყვარულები ბილეთების საფასურის დაბრუნებას ითხოვენ.

კონცერტის გადადების შესახებ ფილარმონიის სალაროს ფოიეში თაბახის ფურცელზე გაკრული განცხადება იუწყება. განცხადებაში მითითებულ ტელეფონზე ”ამბები.გე”-ს უპასუხეს, რომ კონცერტის ორგანიზატორი თბილისში 19 სექტემბერს ჩამოვა და კონცერტის გაუქმებისა და ბილეთების საფასურის დაბრუნების თარიღის შესახებ განცხადებას გააკეთებს. ინფორმაცია ბილეთების დაბრუნების შესახებ ფილარმონიის სალაროს ფოიეშიც გამოიკვრება.

ასევე გაუქმებულია ბათუმის პიაცაზე დადეგმილი ირინა ალეგროვას კონცერტი, რომელიც 20 სექტემბერს უნდა გამართულიყო.

ბოლო დროს რუსული ესტრადის მოყვარულებს ნამდვილად არ უმართლლებს - ჯერ ზემფირას გარეშე ჩაიარა ზაფხულმა, შემოდგომა კი ალეგროვას გარეშე დაიწყო.

გიორგი ბერიძე

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება