ია ფა­რუ­ლა­ვა თხოვ­დე­ბა

ია ფა­რუ­ლა­ვა თხოვ­დე­ბა

მსა­ხი­ო­ბი ია ფა­რუ­ლა­ვა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი­ა, მი­სი რჩე­უ­ლი ფრან­კფურ­ტში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლი მუ­სი­კო­სი ტა­რი­ელ სუ­ა­რი­ა. ის გი­ტა­რის­ტია და წარ­მა­ტე­ბით სარ­გებ­ლობს ევ­რო­პულ მუ­სი­კა­ლურ სამ­ყა­რო­ში. ტა­რი­ელ სუ­ა­რის მი­ერ მუ­სი­კა­ლუ­რად გა­ფორ­მე­ბუ­ლი ფილ­მე­ბი არა­ერთ კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე და­ჯილ­დოვ­და ამ ნო­მი­ნა­ცი­ა­ში. ია ფა­რუ­ლა­ვა პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე სა­ჯა­როდ სა­უ­ბარს ფა­დი ას­ლის­თან ოჯა­ხის დან­გრე­ვის შემ­დეგ ყო­ველ­თვის თავს არი­დებს. რო­გორც ჩანს, წყვილს ძა­ლი­ან უყ­ვარს ერ­თმა­ნე­თი, ისი­ნი გრძნო­ბებს "ფე­ის­ბუქ­ზეც" არ მა­ლა­ვენ. ტა­რი­ე­ლი სა­კუ­თარ გვერ­დზე იას ფო­ტოს აქ­ვეყ­ნებს, სა­თა­უ­რით - "ჩე­მი მუ­ზა და სუნ­თქვა", მე­ო­რე ფო­ტო­ზე კი წერს, რომ ეს არის ადა­მი­ა­ნი, "რო­მელ­საც მა­ღალ­ზნე­ობ­რივ ფა­სე­უ­ლო­ბებსა და ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე წინ არა­სო­დეს არა­ფე­რი და­უ­ყე­ნე­ბი­ა. ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ებ­ში კე­თილ­შო­ბი­ლე­ბის წყა­როს სა­ხით უწყ­ვე­ტად ჩა­მო­ე­დი­ნე­ბა. ადა­მი­ა­ნი, რომ­ლის გა­რეგ­ნუ­ლი და ში­ნა­გა­ნი მშვე­ნი­ე­რე­ბა მა­რა­დი­უ­ლი სი­ლა­მა­ზის სიმ­ბო­ლოდ იქ­ცა. ა­და­­­მ­ი­ა­ნი, რო­მე­ლიც შე­უ­ძ­ლე­ბე­ლია არ გი­ყ­ვარ­დეს. ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც, მი­უ­ხე­და­ვად ურ­თუ­ლე­სი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბი­სა, სა­კუ­თა­რი თა­ვი ბავ­შვუ­რი სი­ლა­ღი­თა და უგ­ულ­წრფე­ლე­ს­ი ადა­მი­ა­ნის სა­ხით შე­მო­ი­ნა­ხა. მე­ნატ­რ­ე­ბი, პა­ტა­რავ! მიყ­ვარ­ხარ სი­გი­ჟემ­დე". ჩვენ მი­ერ მო­პო­ვე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით ია და ტა­რი­ე­ლი უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში და­ქორ­წი­ნე­ბას აპი­რე­ბენ.

"ყვე­ლა სი­ახ­ლე" ტა­რი­ელ სუ­არს გა­ე­სა­უბ­რა:

- სად გა­ი­ცა­ნით ია?

- 20 წელ­ზე მე­ტი­ა, ია მიყ­ვარს, ყო­ველ­თვის მინ­დო­და მას­თან შეხ­ვედ­რა და თუნ­დაც ავ­ტოგ­რა­ფის ჩა­მორ­თმე­ვა, მაგ­რამ აქამ­დე ეს ვერ მო­ხერ­ხდა. მე გერ­მა­ნი­ა­ში ვმოღ­ვა­წეობ, სა­დაც ბა­ხის მუ­სი­კას ვუკ­რავ. აღ­მოჩ­ნდა, რომ იას ძა­ლი­ან უყ­ვარს ბა­ხი, ერ­თმა­ნეთ­თან სწო­რედ ამან დაგ­ვა­კავ­ში­რა. ვერც წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ ეს მოხ­დე­ბო­და. ია ზუს­ტად ისე აფა­სებს ბა­ხის მუ­სი­კას, რო­გორც ფრან­კფურ­ტის კრი­ტი­კო­სე­ბი. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ჩვენ ერ­თმა­ნეთს შევ­ხვდით.

- და­ო­ჯა­ხე­ბას რო­დის აპი­რებთ?

- ამას ჯერ­ჯე­რო­ბით სა­ი­დუმ­ლოდ შე­ვი­ნა­ხავ.

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება