ბრედ პიტი შემთხვევით სხვისი ქორწილის მონაწილე გახდა

ბრედ პიტი შემთხვევით სხვისი ქორწილის მონაწილე გახდა

მსახიობი ბრედ პიტი შემთხვევით ვინმე ები და დენიელ ლინგვუდების ქორწილის სტუმარი გახდა, რომელთაც მსახიობი არ იცნობს.

პიტი მისი ახალი ფილმის გადასაღები მოედნის შორიახლოს მდებარე სასტუმროს ბარში დროს კლავდა, მაგრამ მშვიდად სმა არ დასცალდა - ამავე კომპლექსში ქორწილს ახალგაზრდა წყვილი აღნიშნავდა.

ების თქმით, მისმა მეუღლემ პიტი შენიშნა და გასაცნობად მისკენ გაეშურა. შედეგად მსახიობმა ბედნიერ პატარძალს უამრავი კომპლიმენტი უთხრა, შეუღლება მიულოცა და ფოტოს ერთად გადაღებაც შესთავაზა. ვარსკვლავს ების და დანიელს კვალდაკვალ ფოტოს გადასაღებად ღონისძიების სტუმრებიც მისცვივდნენ და აჟიოტაჟი ატეხეს.

"გოგონები გაგიჟდნენ",- აღიარა ებიმ. ბრედმა კი თავს გაქცევით უშველა.

მომზადებულია The Daily Telegraph-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება