კეიტ მოსი "ფლეიბოისთვის" გაშიშვლდება

კეიტ მოსი "ფლეიბოისთვის" გაშიშვლდება

სუპერმოდელი კეიტ მოსი მამაკაცების ჟურნალ "ფლეიბოისთვის" გაშიშვლდება.

"ფლეიბოი" 60 წლის იუბილეს აღნიშნავს და რედაქციაში ფიქრობენ, რომ ჟურნალის გარეკანზე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მოდელი უნდა დაიბეჭდოს . 90-იან წლებში მოღვაწე სუპერმოდელებს შორის მხოლოდ კეიტს გაუმართლა.

ჟურნალის წარმომადგენელმა ოფიციალურად უკვე დაადასტურა, რომ კეიტი გაშიშვლებას სიამოვნებით დათანხმდა. სუპერმოდელი ჟურნალის იანვარ-თებერვლის გამოცემის მთავარი სახე იქნება.

"ჩვენი ჟურნალი გლობალური ბრენდია. ამ დიდებული ბრენდის იუბილეს კი ყველაზე გავლენიანი სახე სჭირდება. კეიტი სრულყოფილი სუპერმოდელია. ყველაფერი 60 წლის წინ დაიწყო და მაშინ მერლინ მონრო გადავიღეთ, იმ ეპოქის მუზა, დღეს კი მუზა მოსია", - განაცხადეს "ფლეიბოის" რედაქციაში.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება