ჟურნალმა Town & Country 27 წლის სკოტ ისტვუდის ფოტოსესია გამოაქვეყნა. ჰოლივუდის ლეგენდის კლინტ ისტვუდის ვაჟს მემკვიდრეობით მამის "საფირმო" მოჭუტული თვალების გარდა, კინოსადმი სიყვარული ერგო. მას უკვე 15 ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული.
მიუხედავად იმისა, რომ სკოტი ყოველთვის ასოცირდება მამასთან, უმცროსი ისტვუდი ამბობს, რომ არ სურს ის მიიღონ როგორც ვარსკვლავური გვარის მატარებელი.
"არ მინდა, მსახიობის შვილად მიმიჩნიონ. მინდა ვიყო ნამდვილი მამაკაცი და ვითამაშო ზუსტად ასეთი როლები", - ამბობს სკოტი.
სკოტი ბავშვობიდან შეეჩვია გადასაღებ მოედანს, მაგრამ მხოლოდ სამსახიობო სფეროში არ მოსინჯა ძალები. ის მუშაობდა როგორც მშენებელი, ბარმენი და შვეიცარი.
"მამაჩემის როგორც მსახიობისა და რეჟისორის დევიზია - ყოველთვის თქვი სიმართლე. აუცილებელია იცოდე, რაზე უნდა ილაპარაკო, ანუ უნდა გქონდეს ცხოვრებისეული გამოცდილება",- აღნიშნავს სკოტ ისტვუდი.
ამჟამად სკოტს აქვს საკუთარი ბარი, ხოლო თავისუფალ დროს სერფინგზე სრიალითა და თევზაობით იქცევს თავს. ეკრანზე მისი ხილვის შესაძლებლობა კინომოყვარულებს მომავალ წელს მიეცემათ, როდესაც საბრძოლო დრამა "მრისხანება" გამოვა.
იხილეთ ფოტოგალერეა
მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.