ჯასტინ ტიმბერლეიკი მამიდამ გაძარცვა

ჯასტინ ტიმბერლეიკი მამიდამ გაძარცვა

მომღერალი ჯასტინ ტიმბერლეიკი მამიდამ, ჯეინ ჰარლესმა გაძარცვა. ნათესავმა მომღერლის ოჯახს 64 000 დოლარი მოპარა.

აღსანიშნავია, რომ ქალი ტიმბერლეიკის სისხლით ნათესავი არაა - იგი მისი მამინაცვლის, პოლ ჰარლესის დაა. თაღლითმა საკუთარი ძმის ხელწერა გააყალბა და 100-ზე მეტი ჩეკი გაანაღდა.

როგორ ჩაიგდო ხელში ტიმბერლეიკის მამიდამ დოკუმენტები, პოლიცია იკვლევს. ცნობილია, რომ იგი ბოლო დრომდე ჯასტინ ტიმბერლეიკის მამინაცვლის კომპანიაში მუშაობდა, რომელიც კალათბურთის კლუბ "მემფის გრიზლისის" ერთ-ერთი თანამფლობელია.

და-ძმის თანამშრომლობის დასრულების მიზეზი ჯერჯერობით უცობია, მაგრამ სწორედ მისი სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ დაიწყო ქალმა ჩეკების განაღდება.

მომზადებულია lifenews.ru-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება