ნინო სურგულაძე: "იმედი მაქვს, რომ "ცეკვავენ ვარსკვლავებში" ჟიურის ობიექტური წევრი ვიქნები"

ნინო სურგულაძე: "იმედი მაქვს, რომ "ცეკვავენ ვარსკვლავებში" ჟიურის ობიექტური წევრი ვიქნები"

"წელს შემოქმედებითად დატვირთული წელი მქონდა, გამოსვლები მქონდა ''ლა სკალაში''. შემდგომ რომეო და ჯულიეტას ქალაქ ვერონაში, ''არენა დივერონაზე'', ღია ცის ქვეშ ოპერა ''რომეო და ჯულიეტაში'', რაც ძალიან რომანტიკული იყო. მადლობა ღმერთს, სპექტაკლებმა წარმატებით ჩაიარა".  - ამბობს საოპერო მომღერალი, მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძე, რომელიც წარმატებით მოღვაწეობს მსოფლიო საოპერო სცენაზე. ნინოს კიდევ ერთი საპატიო მისიის შესასრულებლად ემზადება, ის მეგაშოუში - "ცეკვავენ ვარსკვალვები" მაყურებელს ჟიურის შემადგენლობაში მოევლინება. "ამბები.გე" ნინო სურგულაძეს დაუკავშირდა:

- საერთოდ, ხშირად არ ვჩნდები ხოლმე ტელეკრანებზე, რადგანაც ამის დრო არ მაქვს, მაგრამ ჩემთვის სასიამოვნო სიურპრიზი იყო, როდესაც ამ შოუში მიმიწვიეს. ეს პროექტი ყოველთვის მომწონდა, რაღაც თავისებური ხიბლი აქვს. ვარსკვლავები საზოგადოების წინაშე გამოდიან და საკუთარი შესაძლებლობის დემონსტრირებას ახდენენ. ამიტომ, იქ ჟიურის როლი იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, თუმცა გადაცემის სერიოზული კომპონენტია. შოუში მაყურებლის აზრს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, ამასთან, ყველაფერს ესემესები წყვეტს. მოკლედ, ვარსკვლავი საზოგადოებას იმ საკითხში აფასებინებს თავს, რაშიც გამოცდილება ნაკლები აქვს, ან საერთოდ არ აქვს. ეს მისგან დაფასებელია, რასაც მეც მივესალმები. ისიც მიხარია, რომ ეს ყველაფერი ხელოვნების ნაწილია და ამით ხელოვნების სფეროს პროპაგანდა ხდება, ადამიანებს ხელოვნების ამ დარგთან აახლოებს. მოკლედ, ახალგაზრდებისთვის ეს ყველაფერი კარგი მაგალითია და ბევრი პლუსი აქვს.

- საკმაოდ საინტერესო შემოქმედებითი ცხოვრება გაქვთ და შესაბამისად დატვირთული გრაფიკიც. ამ პროექტში მონაწილეობას თქვენი საქმიანობის ფონზე როგორ მოახერხებთ?

- ხშირი ფრენა მომიწევს, - კვირაში ერთხელ აქ უნდა ვიყო. ვფიქრობ, რომ იმედები არ გამიცრუვდება და ეს შოუ როგორც აქამდე ამართლებდა, ისე გაამართლებს. ადამიანები მის მიმართ სიმპათით იყვნენ განწყობილნი და მათ შორის - მეც, რადგანაც პროექტს ყოველთვის ინტერენტით ვადევნებდი თვალ-ყურს. იმედი მაქვს, რომ ობიექტური ვიქნები და ემოციებს არ ავყვები. თუმცა მონაწილეები თუ მომხიბლავენ, ალბათ ემოციების დამალვა გამიჭირდება.

- არ იქნებით ჟიურის მკაცრი წევრი?

- მე ჟიურის სხვა წევრებივით, პირდაპირი სპეციალისტი არ გახლავართ და არც ცეკვის ნიუანსებში ვარ ჩახედული. შემიძლია, შევაფასო ვარსკვლავების არტისტულობა, მუსიკალურობა და ბევრი სხვა რამ. ასე რომ, ტექნიკურ შეფასებაზე თავს არ გამოვიდებ.

- თავად გიყვართ ცეკვა?

- საერთოდ, მორიდებული ადამიანი ვარ და ხალხმრავალ ადგილებში არ ვცეკვავ, მაგრამ ბავშვობაში ხელოვნების სკოლაში დავდიოდი (სხვათა შორის, სოფო შევარდნაძესთან ერთად), სადაც ვმღეროდით და ვცეკვავდით - მიუზიკლებში ვმონაწილეობდით. ერთ-ერთი დადგმა იყო - "პეპი გრძელი წინდა", პეპის ვთამაშობდი (სპექტაკლი ამერიკის შეერთებულ შტატებში წავიღეთ). მახსოვს, რომ როკ-ენ-როლს ვცეკვავდით. მარჯანიშვილის თეატრში დავით ანდღულაძემ დადგმა სპექტაკლი "ნამცეცა", სადაც 13 წლის ასაკში ვთამაშობდი. მახსოვს, იმ სპექტაკლის მოსამზადებლად, ჩვენთან მაშინ ბალერინა, გვარად მაქაცარია მუშაობდა, რომელმაც ცეკვები დაგვიდგა (წარმოდგენაში თითქმის სულ ცეკვები იყო)... ისე, ხშირად სცენაზე მქონია შემთხვევა, რომ საოპერო დადგმაშიც მიცეკვია, ცოტა ხანს "ფლამენგოშიც" ვემზადებოდი. ამიტომ ეს საქმიანობა ჩემთვის უცხო ხილი არ არის, მაგრამ პროფესიონალურად ამ ყველაფერს არ ჩავრღმავებივარ.

ადამიანები, ვინც უნდა შევაფასო, არც ისინი არიან პროფესიონალები, კონკურსანტებს ვგულისხმობ და არა პროფესიონალ მეწყვილეებს. ასე რომ, ჩემთვის ძალიან საინტერესოა ამ შოუში გამოცდილების მიღება. თუმცა ჟიურის შემადგენლობაში სხვა დროსაც ვყოფილვარ, მაგალითად, ლადო ათანელის ვოკალურ კონკურსში, მაგრამ აჟამად ნოე სულაბერიძის ამ შემოთავაზებითsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! საოცრად დაინტერესებული ვარ... ისიც სასიამოვნოა, რომ ნოე პროექტში საინტერესო ადამიანების ჩაბმით მრავალფეროვნებისა და ინტრიგის შემოტანას ცდილობს.

ჩემთვის ეს ახალი გამოწვევა, დიდი პასუხისმგებლობაც არის. ობიექტური უნდა ვიყო... საერთოდ, როცა რაღაც საქმეს ვაკეთებ, ვცდილობ, მას თავი მაქსიმალურად მივუძღვნა. იმედი მაქვს, ახლაც ასე იქნება. მთავარია, რომ შოუდან პოზიტივი გავაგზავნოთ. რაც მეტი ნათელი მომენტები იქნება, რა თქმა უნდა, სასიამოვნო იქნება.

იხილეთ ბმული

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება