ჯიმ ქერი დეპრესიით იტანჯება

ჯიმ ქერი დეპრესიით იტანჯება

ჰოლივუდის მსახიობი ჯიმ ქერი დეპრესიით იტანჯება. ის ფიქრობს, რომ ცხოვრებაში ყველა მიზანმიმართული გეგმა ჩაეშალა და ყველაფერს განიცდის. მეგობრები ვარსკვლავის მდგომარეობიდან გამოყვანას უშედეგოდ ცდილობენ.

ქერი იმედგაცრუებულია როგორც პირადი ცხოვრებით, ისე კარიერით. მას აღარ სთავაზობენ საინტერესო კინოროლებს, ან ახალი სცენარი თავად არ მოსწონს. მუდამ პრობლემები აქვს სასიყვარულო ფრონტზე - პარტნიორთან შერიგება-დაშორების სკანდალური სცენებით უახლოესი კოლეგებიც კი დაღალა.

"მას წარსულშიც სერიოზული დეპრესია ჰქონდა და სამწუხაროდ, ის საშინელი დღეები ისევ დაბრუნდა. ის ყოფილ საყვარელს, ჟურნალ "ფლეიბოის" ვარსკვლავს, ჯენი მაკარტის მისტირის. ქერი ყოველთვის ფიქრობდა, რომ ჯენისთან სიცოცხლის ბოლომდე იქნებოდა და ოჯახსაც შექმნიდა", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში მსახიობის მეგობარმა.

მომზადებულია showbizspy.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება