პოლიციელს უიტნი ჰიუსტონის ცხედრის შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ

პოლიციელს უიტნი ჰიუსტონის ცხედრის შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ

ამერიკის სამართალდამცავი ორგანოების სპეციალური ქვედანაყოფის SWAТ-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა ბევერლი-ჰილზის პოლიციის სერჟანტის ტერი ნატოლა წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. სერჟანტს სასტუმროს ნომერში, რომელშიც უიტნი ჰიუსტონის ცხედარი აღმოაჩინეს, უხამს საქციელში სდებენ ბრალს. SWAТ-ის ყოფილი ხელმძღვანელის, ბრაიან ვაიერის თქმით, ტერი ნატოლა შიშველი ვარსკვლავის თვალიერებისას გამოიჭირეს.

ბრაიენ ვეირისა და ქვედანაყოფის სხვა თანამშრომლების თქმით, ვარსკვლავის ცხედარს ზეწარი ეფარა, რომლისთვისაც სპეცრაზმელებს ხელი არ უხლიათ, რომ მტკიცებულებები არ განადგურებინათ.

მაგრამ, როდესაც დანაშაულის ადგილზე სერჟანტი ტერი ნატოლი მივიდა, მან ცხედრისადმი არაჯანსაღი ინტერესი გამოიჩინა.

მუხლებზე დადგა, ზეწარი გადახადა და მისი გარდაცვლილის ინტიმური ადგილის შესწავლას შეუდგა. იგი სხეულს თითქმის ეხებოდა და ამბობდა, რომ მიუხედავად ასაკისა, მომღერალი ძალიან მიმზიდველია.

როდესაც ბრაიანმა სარჩელი შეიტანა, მის განცხადებაზე ხელმძღვანელობის რეაქცია საკმაოდ მოულოდნელი იყო. მოსარჩელე ბრაიან ვაიერი დაკავებულ თანამდებობას ჩამოაცილეს. გარდა ამისა, ყოფილ ხელმძღვანელს ყველა პრივილეგია წაართვეს. სერჟანტი ტერი ნატოლა კი ხელმძღვანელობას არ დაუსჯია. ბევერლი-ჰილზის პოლიციის ლეიტენანტმა განაცხადა, რომ სარჩელისა და სერჟანტის საქციელის შესახებ არაფერი იცის.

48 წლის უიტნი ჰიუსტონი 2012 წლის 11 თებერვალს გარდაიცვალა. მისი ცხედარი სასტუმრო "ბევერლი ჰილზში" მისმა მცველმა იპოვა, მომღერალი საკუთარი ნომრის აბაზანაში უგონოდ იწვა.

მომზადებულია Los Angeles Times-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება