ნაომი კემპბელმა 21 წლის წინანდელი კაბა ჩაიცვა

 ნაომი კემპბელმა 21 წლის წინანდელი კაბა ჩაიცვა

სუპერმოდელების ეპოქის მოდელები რეკორდებს ამყარებენ. ჯერ იყო და კრისტენ ტარლინგტონმა 25 წლიანი პაუზის შემდეგ Calvin Klein-ის თეთრეულის ხაზის რეკლამაში მიიღო მონაწილეობა. მოგვიანებით კი საზოგადოება ნაომი კემპბელმა გააოცა.

მოდელმა ნიუ-იორკში, ნოვაკ ჯოკოვიჩის ფონდის მიერ გამართულ ვახშამზე 21 წლის წინანდელი კაბა ჩაიცვა.  Atelier Versace-ს კაბა ნაომის 1992 წელს ეცვა.

უნდა ვაღიაროთ, რომ "შავმა პანტერამ" ამ ჟესტით გაბედული ნაბიჯი გადადგა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ჟამთა სვლა მის ტანადობაზე უარყოფითად არ ასახულა.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება