ჯენიფერ ენისტონი შვილს 2014 წელს გააჩენს

ჯენიფერ ენისტონი შვილს 2014 წელს გააჩენს

ამერიკული ტაბლოიდები კვლავ ჯენიფერ ენისტონის ფეხმძიმობის შესახებ ალაპარაკდნენ. მსახიობი და მისი საქმრო, ჯასტინ ტერუ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფენ, თუმცა ჟურნალი US Weekly სტატიას აქვეყნებს, რომელშიც მსახიობის ახლობლები ჟურნალისტების ეჭვებს ადასტურებენ.

გამოცემის წყაროს ინფორმაციით, ჟენიფერისა და ჯასტინის შვილი 2014 წელს მოევლინება ქვეყანას. ამ დღეებში კინოვარსკვლავი ტორონტოში საკუთარი მონაწილეობით მორიგი ფილმის პრემიერას დაესწრო. პრემიერაზე მას Vivienne Westwood-ის კორსეტიანი მომდგარი კაბა ეცვა, თუმცა ჟურნალისტებმა რამდენიმე საინტერესო დეტალი შენიშნეს - დაბლა მსუბუქად მოშვებული კორსეტი და ქსოვილის რამდენიმე ფენა, რომლებიც მუცელს ფარავდნენ. ყველაფერი ისე გამოიყურებოდა, თითქოს ასეთი კაბა მსახიობმა დამრგვალებული მუცლის დასაფარად შეარჩია.

მომზადებულია US Weekly-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება