ანა ვინტური ერთი და იგივე ფეხსაცმლით დადის

ანა ვინტური ერთი და იგივე ფეხსაცმლით დადის

ბრიტანულმა გამოცემა Daily Mail-მა ამერიკული Vogue-ის მთავარი რედაქტორის, ანა ვინტურის ფოტოგალერეა წარმოადგინა.

როგორც ფოტოებში ჩანს, ანას სხვადასხვა წვეულებებზე ერთი და იგივე ფეხსაცმელი აცვია. მსოფლიოში ერთ-ერთი გავლენიანი ჟურნალის რედაქტორს დაბალქუსლიანი კრემისფერი ფეხსაცმელი ძალიან უყვარს და სხვადასხვა წვეულებებსა თუ ყოველდღიურ შეხვედრებზე, რედაქციაშიც კი, ამ ფეხსაცმლით დადის.

ორ ტონში გადაწყვეტილი ფეხსაცმელი, რომელიც ფეხს გრძელს აჩენს, ექსკლუზიურად ანასთვის შეიქმნა. შესაბამისად, ფეხსაცმელი ვინტურის ფეხის კონტურებს ზუსტად მიესადაგება და ძალიან კომფორტულია.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება