''მის საქართველოს'' მეუღლე მზად იყო, მოდელი ცოლის მოყვანაში 5000 ევრო გადაეხადა

 ''მის საქართველოს'' მეუღლე მზად იყო, მოდელი ცოლის მოყვანაში 5000 ევრო გადაეხადა

''რეიტინგის'' გასულ ნომერში ერთი საინტერესო ამბის შესახებ მოგიყევით. ''მის საქართველო 2010'' -მა დეა არაყიშვილმა სოფო ნიჟარაძის ''ფეისბუქის'' გვერდზე საინტერესო კომენტარი გააკეთა. ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' პროდიუსერის ნოე სულაბერიძის სტატუსს, რომელიც მომღერალს პროექტში მონაწილეობას ულოცავდა, დეას კომენტარები მოჰყვა, სადაც წერდა, რომ სოფო ნიჟარაძის განუმეორებლობას ვერ ჩასწვდა... ''მის საქართველოსთან'' საუბარი ამ ტიტულის მოპოვების შემდეგ მისი ცხოვრების მიმდინარეობით დავიწყეთ.

- დეა, როგორ განვითარდა შენი ცხოვრება 2010 წლის შემდეგ?

- ერთი წელი კონკურსების ციებ-ცხელებაში ვიყავი, მაგრამ 2011 წელს გავთხოვდი და შემდეგი ერთი წელი ოჯახური ურთიერთობების დალაგებას დავუთმე. მერე ჩემი მეუღლის უნივერსიტეტში საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერად ვმუშაობდი. ახლა ზუსტად იმ ეტაპზე ვარ, როცა ახალ შემოთავაზებას ველი.

- ია კიწმარიშვილი კიდევ ერთი მისის გათხოვებამ ალბათ გააბრაზა...

- კონკურსი უკვე დაწყებული იყო და მონაწილე გოგონები ერთ-ერთ აუზზე მწვრთნელთან ერთად იყვნენ. მე ჩემთვის ვიყავი და მაშინ შემომთავაზეს მონაწილეობა. თავიდან უარი ვთქვი, მაგრამ შემდეგ დავფიქრდი და მივხვდი, რომ ამით არაფერს დავკარგავდი. გვირგვინის დადგმის შემდეგ ჩემი ცხოვრება სხვანაირად წავიდა. როდესაც მონაწილეობაზე დავთანხმდი, ია მეუბნებოდა, გოგონები ''გამისებიდან'' ორ თვეში თხოვდებიან, კონკურსი წარმატებულად გათხოვების გასაღებად იქცა და იმედია, შენც იმავეს არ გამიკეთებო. დავამშვიდე, რომ ჩემ შემთხვევაში ასე არ იქნებოდა. თან შეყვარებულიც არ მყავდა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება