ინდონეზიაში კონკურსი "მის მუსულმანური სამყარო" გაიმართა

ინდონეზიაში კონკურსი "მის მუსულმანური სამყარო" გაიმართა

ინდონეზიაში სილამაზის კონკურსი "მის მუსულმანური სამყარო " გაიმართა. შეჯიბრი ცნობილი კონკურსის "მის მსოფლიოს" ალტერნატივაა. მასში 21 წლის ნიგერიელმა გოგონამ ობაბი აიშა აჯიბოლამ გაიმარჯვა.

"მის ნიგერიას", რომელსაც ჯილდოდ მექაში მოგზაურობა ერგო, გამარჯვება იმდენად გაუხარდა, რომ გვირგვინის დადგმისას ყურანიდან ციტატა მოიყვანა და ატირდა.

კონკურსის ორგანიზატორი საერთაშორისო ქალთა ორგანიზაციაა. სილამაზის მუსულმანური კონკურსი მესამე წელია იმართება. წელს კონკურსში მონაწილეობისთვის 500 გოგონა ონლაინ-რეჟიმში შეირჩა. შემდეგ უკვე ჟიურიმ 20 ფინალისტი აარჩია.

ყველა კონკურსანტი წარმოადგენს ქვეყანას, სადაც მთავარი რელიგია ისლამია. პოდიუმზე ქალები გრძელ სამოსში გამოდიან, მალავენ სხეულს, თმასა და ყელს. ფასდება მათი ღვთისმოსაობა, რელიგიური ტექსტების ცოდნა და ის, თუ რამდენად ესმის ყურანის სწავლება.

მუსულმანური კონკურსი ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტაში ჩაატარეს.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია The Daily Mail-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება