რობერტ პატინსონთან დაშორების შემდეგ, კრისტენ სტიუარტი რუპერტ სანდერსს დაუბრუნდა

რობერტ პატინსონთან დაშორების შემდეგ, კრისტენ სტიუარტი რუპერტ სანდერსს დაუბრუნდა

ჰოლივუდში ყველაზე პოპულარული ახალგაზრდა წყვილი, კრისტენ სტიუარტი და რობერტ პატინსონი ერთმანეთს საბოლოოდ დაშორდნენ.

წყვილის დაშორების მიზეზი რეჟისორი რუპერტ სანდერსია, რომელთანაც კრისტენს ხანმოკლე რომანი ჰქონდა. რობერტმა საყვარელს ღალატი არ აპატია, თუმცა, როგორც ჩანს, სტიუარტს ეს დიდად არც ადარდებს, რადგანაც როგორც ამბობენ, რეჟისორთან ურთიერთობას აგრძელებს. რუპერტს ღალატი არც მისმა ცოლმა, ლიბერთი როსმა აპატია და მასთან განქორწინება გადაწყვიტა.

"ლიბერთი კრისტენის საქციელმა დეპრესიაში ჩააგდო. სტიუარტი არც იმაზე დარდობს, რომ რუპერტი დაქორწინებულია და არც იმაზე, რომ 2 შვილის მამას უნგრევს ოჯახს. ლიბერთი იმედოვნებს, რომ სტიუარტი ღალატისა და ოჯახის დანგრევის გამო მას საჯაროდ ბოდიშს მოუხდის, მაგრამ როგორც ჩანს, სტიუარტს სულ სხვა გეგმები აქვს", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში ლიბერთის ახლო მეგობარმა.

შეგახსენებთ, კრისტენის რეპუტაცია ჰოლივუდში შეირყა. მას გულშემატკივრების დიდმა ნაწილმა ზურგი აქცია.

მომზადებულია showbizspy.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება