ხორვატია "ევროვიზია 2014"-ში მონაწილეობაზე უსახსრობის გამო უარს ამბობს

ხორვატია "ევროვიზია 2014"-ში მონაწილეობაზე უსახსრობის გამო უარს ამბობს

ხორვატია "ევროვიზია 2014"-ში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის მიზეზი ფინანსური უკმარისობა და ღირსეული შემსრულებლის არარსებობაა. ამის შესახებ ინფორმაციას ხორვატიის ნაციონალური ტელერადიომაუწყებელი (HRT) ავრცელებს.

"HRT ითვალისწინებს მძიმე ეკონომიკურ სიტუაციას და მოსახლეობის კრიტიკას იმის თაობაზე, რამდენად მიზანშეწონილია ფინანსურად, კონკურსში მონაწილეობა",- ნათქვამია მაუწყებლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ტელერადიოკომპანიაში აცხადებენ, რომ შესაძლოა ამ გადაწყვეტილებას მაყურებლის უკმაყოფილებაც მოჰყვეს, თუმცა აღნიშნავენ, რომ აუცილებელია "შესვენება", იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო წლებში ევროვიზიაზე ხორვატიის წარმომადგენლებს "ცუდი" გამოსვლები ჰქონდათ.

ევროვიზიის ფინალური ნაწილის ჩვენების შესახებ, ხორვატიის საზოგადოებრივი მაუწყებელი გადაწყვეტილებას მოგვიანებით, აუდიტორიის ინტერესებიდან გამომდინარე მიიღებს. კონკურსის მორიგი მასპინძელი ქვეყანა დანიაა, რადგან წელს გამარჯვება დანიელმა მომღერალმა ემილი დე ფორესტმა მოიპოვა სიმღერით Only Teardrops. "ევროვიზია 2014" მომავალი წლის მაისში გაიმართება.

მომზადებულია www.hrt.hr-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება