რატომ გაემგზავრა ნანუკა გოგიჩაიშვილი პარიზში მარტო

რატომ გაემგზავრა ნანუკა გოგიჩაიშვილი პარიზში მარტო

ნანუკა გოგიჩაიშვილმა ზაფხული ძალიან სახალისოდ გაატარა, აგვისტოს ბოლოს საოცნებო კონცერტსაც დაესწრო და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებიც მიიღო. პარიზული არდადეგების შესახებ "რეიტინგს" ესაუბრა. როგორც აღმოჩნდა, პარიზში მარტო გაემგზავრა, მიუხედავად იმისა, რომ ამას მისი ოჯახის წევრები არ აღუფრთოვანებია.

- ჩემი საზაფხულო მოგზაურობა დაიწყო თურქეთში, სადაც ჩემს დასთან ერთად ვიყავი. წელს ბათუმში გადაბმულად ერთი კვირა არ დამისვენია, წინა ზაფხულისგან განსხვავებით, მხოლოდ შაბათ-კვირას ჩავდიოდი. შემდეგ წყნეთში ავდიოდი მეგობრებთან და აგვისტოს ბოლოს პარიზში გავემგზავრე. არ ვარ ის ადამიანი, რომელიც ზღვაზე გიჟდება, ბრძოლა ტალღებთან და ქვებზე სიარული ჩემთვის არ არის. თურქეთში ისეთი სასტუმრო შევარჩიე, რომლის სანაპიროზეც სილა იქნებოდა, მაგრამ ერთი დღეც არ გავსულვარ ზღვაზე, აუზი ვამჯობინე. თურქეთში დასვენება ძალიან მიყვარს გარანტირებული ამინდისა და კარგი სერვისის გამო, ყველაფერია კომფორტული დასვენებისთვის.

- პარიზში, როგორც ვიცი, პირველად იყავი.

- დიახ, ასეა. პარიზი თაროზე მქონდა შემოდებული გემრიელად, რადგან ვფიქრობდი, რომ თუკი თაფლობის თვეს არა, საყვარელ ადამიანთან ერთად მაინც უნდა წავსულიყავი. იტალიის მერე საფრანგეთის განსაკუთრებული ინტერესი არ მქონია. რომის მერე პარიზს მეორე ადგილს ვანიჭებდი. როცა ჩავედი, პარიზი ძალიან შემიყვარდა, მაგრამ რომი მაინც პირველია. იტალიაში წელს ორჯერ გახლდით, რომი, მილანი და ფლორენცია მოვიარე.

უცხო ქალაქს რომ ვსტუმრობ, ბოლომდე ვიხარჯები ხოლმე. პირველ რიგში დგას მუზეუმები და ყველაზე ბოლოს - გართობა და შოპინგი. ვატიკანშიც გახლდით და რიგში რომ ვიდექი, უკვე ვხვდებოდი, რომ რაღაც ძალიან დიდი უნდა მენახა. საღამოსკენ ვიყავი და კარიბჭის დახურვაც ვნახე. სიქსტის კაპელამ განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა, მე და ჩემი მეგობარი ჩუმად ვისხედით და დიდხანს ვუყურებდით. იტალიაში ბევრი რამ ვნახე. რაც სანახავი იყო, თითქმის ყველაფერი. ყველას ეგონა, რომ მილანზე უნდა გავგიჟებულიყავი, მაგრამ რომისა და ფლორენციის მერე არ გავგიჟდი. უფრო სამუშაო სიტუაციაა, ცხოვრებისა და გართობისთვის კარგია, მაგრამ სანახაობრივად - ნაკლები.

- შოპინგის კუთხით კარგია.

- რა თქმა უნდა. ნაპოლეონის ქუჩაზეც ვიშოპინგეთ, თუკი ფასდაკლებაა, ბრენდებზე სასწაული ფასები სულაც არ არის. "დოლჩე და გაბანას" ჯინსი შევიძინე, რომელიც ძალიან მომეწონა. რაც მეოცნებებოდა, ჩემი ზომა არასდროს იყო. ძალიან მიყვარს ჯუზეპე ზანუტის ფეხსაცმელები, ახალი კოლექციიდან სამი მოდელი მომწონდა და ყველა მათგანი 37 ზომა აღმოჩნდა, ჩემი ფეხის ზომა კი 40-ია. მიჭირს ხოლმე ჩემი ზომის პოვნა, მაგრამ თუ ფეხსაცმელი მომწონს, შემიძლია ჩავიცვა 38-იც. ნათია ამის გამო სულ მეჩხუბება, მაგრამ ზანუტის ყველა ფეხსაცმელი იმდენად მოტკეცილი იყო, რომ ორი ზომით პატარას ვერაფრით ჩავიცვამდი.

- პარიზული შთაბეჭდილებები გაგვანდე უფრო ვრცლად.

- პარიზში მარტო ჩავედი, რადგან სპონტანური იყო იქ გამგზავრებაც. 7 მარტს ემინემის პარიზული კონცერტის ბილეთები მაჩუქეს. იქიდან მოყოლებული სულ ვფიქრობდი, თვალი არ ეცეს-მეთქი, მიუხედავად იმისა, რომ ბილეთები მქონდა. რამდენიმე მეგობარმა იცოდა და ჩემთან ერთად წამოსვლა ყველას უნდოდა. ისეთი არეული ვარ ხოლმე, რომ მათ ჩემი გეგმები კარგად ვერ გავაცანი, რადგან ზოგადად სპონტანური ადამიანი ვარ და მათ აღარ ეცალათ. ჩემი ოჯახის წევრებისთვის წარმოუდგენელი იყო, რომ მარტო წავსულიყავი, მაგრამ იმხელა შემართება მქონდა, არაფერი არ მაინტერესებდა. ამასთანავე, მაქვს ბევრი ხალხის ფობია. ცუდად ვხდები ხოლმე, მაგრამ ესეც გადავლახე.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება