თურქეთმა სირიის საზღვართან მდებარე სასაზღვრო-გამშვები პუნქტი ჩაკეტა

თურქეთმა სირიის საზღვართან მდებარე სასაზღვრო-გამშვები პუნქტი ჩაკეტა

თურქეთმა სირიის საზღვართან მდებარე სასაზღვრო-გამშვები პუნქტი ჩაკეტა მას შემდეგ, რაც თურქეთის ქალაქ აზაზთან სირიელ ამბოხებულებსა და "ალ ქაიდას" დაჯგუფების წევრებს შორის შეტაკება მოხდა. ამის შესახებ თურქული მედია იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, "ალ ქაიდაში" შემავალ რადიკალურ ისლამურ დაჯგუფება "ერაყისა და ლევანტის ისლამურ სახელმწიფოს" წევრებსა და სირიის თავისუფალ არმიას შორის შეტაკება სასაზღვრო ქალაქ აზაზზე კონტროლის დამყარების მიზნით დაიწყო.

"სასაზღვრო პუნქტი უსაფრთხოების მიზნით დავკეტეთ, რადგან კვალავ გაურკვეველია, რა ხდება სირიაში. ყველა ჰუმანიტარული დახმარება, რომელიც სირიაში ამ პუნქტით აღწევა, შეჩერებულია", - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პრეს-მდივანმა ლევანთ გუმრუქჩუმ.

სირიის ოპოზიციის აქტივისტთა განცხადებით, ქალაქ აზაზს მანამდე სირიის თავისუფალი არმია აკონტროლებდა. აზაზი სირიის ქალაქ ალეპოდან 30 კილომეტრში მდებარეობს.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა