ვლადიმერ პუტინი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას არ გამორიცხავს

ვლადიმერ პუტინი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას არ გამორიცხავს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არ გამორიცხავს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მეოთხე ვადით კენჭისყრას. ამის შესახებ "ბიბისი" იუწყება. "მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებში არ გამოვრიცხავ, თუმცა ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა საერთაშორისო სადისკუსიო კლუბ "ვალდაის" შეხვედრაზე.

ამავე შეხვედრაზე პუტინმა სირიის საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არ აქვს იმის გარანტიები, რომ სირიის ხელისუფლება სრულად შეასრულებს ქიმიური იარაღის განადგურების თაობაზე დადებული ხელშეკრულების პირობებს.

"100 პროცენტით ვერ ვიტყვი, ყველაფერი ბოლომდე მივა თუ არა. მაგრამ მოვლენების ბოლოდროინდელი განვითარება იძლევა იმის რწმენას, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები შესრულდება", - აღნიშნა პუტინმა.

სადისკუსიო კლუბ "ვალდაის" შეხვედრები რუსეთში 2004 წლიდან იმართება. მასში მონაწილეობას იღებენ პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, პოლიტილოგები და მეცნიერები.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა