ვინ ემუქრება გაწეწვით მიშა ანდღულაძეს

 ვინ ემუქრება გაწეწვით მიშა ანდღულაძეს

''კომედი ჯგუფმა'' შვებულება გადასაღებ მოედანზე გაატარა. ფილმში, რომლის გადაღებებიც 15 სექტემბრიდან კვლავ განახლდება, მიშა ანდღულაძე მთავარ როლს თამაშობს. იუმორისტს ქალის როლის შესრულებაც უწევს, რომელსაც თურმე ორსაათიანი გრიმი სჭირდება. პრემიერას ბიჭები ნოემბრისთვის ვარაუდობენ. მანამდე კი მიშასთან ბლიცინტერვიუ ჩავწერეთ.

- ჩემს დაბადებას...

- შუშხუნები რომ არ მოჰყოლია ეგ ვთქვა, თუ სხვა ტექსტი გჭირდება?

- შენი ნებაა.

- ჩემს დაბადებას სიხარული მოჰყვა, მეორეც გვეყოლაო.

- არასდროს ვსწავლობდი...

- მათემატიკას კარგად.

- არ მინდა მახსოვდეს, როგორ...

- გადადგა ედუარდ შევარდნაძე.

- ვერასდროს ვიტანდი...

- ომებს და უპასუხისმგებლო ადამიანებს.

- მხოლოდ ეს თვისება გაღიზიანებს ადამიანში?

- აფერისტობა მაღიზიანებს კიდევ.

- სიამოვნებით ვიცეკვებდი...

- პრეზიდენტობის რომელიმე კანდიდატთან ერთად ვალსს.

- ქალთან ალბათ...

- კაცებიც ცეკვავენ ვალსს. როგორც ვიცი, ბურჯანაძეც ცეკვავს. თუ გახდა პრეზიდენტი, ალბათ შედგება ეგ ცეკვა.

- ბევრი ფული რომ მქონდეს...

- პირველ რიგში, სამსახურში თანამშრომლებს ვეტყოდი, მაპატიეთ, მეგობრებო, მაგრამ მე ბევრი ფული მაქვს და ხვალ ვერ მოვალ სამსახურში-მეთქი. არა, ხვალ კი არა, ორი-სამი თვე ვერ მოვალ, უნდა დავიძინო-მეთქი.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება