რა­ტომ შე­ა­ქო სა­ა­კაშ­ვილ­მა პა­ტა­რა მომ­ღე­რა­ლი

რა­ტომ შე­ა­ქო სა­ა­კაშ­ვილ­მა პა­ტა­რა მომ­ღე­რა­ლი

12 წლის მომ­ღე­რა­ლი ნა­ნო ღვი­ნი­ა­ნი­ძე სა­ზო­გა­დო­ე­ბამ "ა­ნა-­ბა­ნა­დან" გა­იც­ნო. გო­გო­ნა ამ­ჟა­მად მი­უ­ზიკლ "ვე­რის უბ­ნის მელო­დი­ებ­ში" მო­ნა­წი­ლე­ობს და ამა­ყობს, რომ ცნო­ბი­ლი მომ­ღერ­ლე­ბის გვერ­დით დგას.

-  მშობ­ლებ­სა და 8 წლის ძმას­თან ერ­თად ქუ­თა­ის­ში ვცხოვ­რობ, ეს სა­მი ადა­მი­ანი ყვე­ლა­ზე მე­ტად მიყ­ვარს. ყვე­ლა ბავ­შვი ფიქ­რობს, რომ ძა­ლი­ან ლა­მა­ზი დე­და ჰყავს, მაგ­რამ არ გა­და­ვა­ჭარ­ბებ თუ ვიტყ­ვი, რომ ჩე­მი დე­დი­კო ამქვეყ­ნად ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი­ა. ჩემს მშობ­ლებს მუ­სი­კა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა აქვთ მი­ღე­ბუ­ლი. დე­და გი­ტა­რა­ზე არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად უკ­რავს. მა­მა ბავშვო­ბა­ში ხალ­ხურ ან­სამ­ბლში მღე­რო­და. ჩემს ძმა­საც ძა­ლი­ან კარ­გი სმე­ნა აქვს. მთე­ლი ოჯა­ხი კარ­გად ვმღე­რით.

-  "ა­ნა-­ბა­ნა­ში" რო­გორ მოხ­ვდი?

-  "ა­ნა-­ბა­ნა­ში" მო­ნა­წი­ლე­ო­ბა 2009 წელს მი­ვი­ღე, მა­შინ რვა წლის ვი­ყა­ვი. "ფორ­ტუ­ნას" ფა­ვო­რი­ტი გავ­ხდი. მა­ნამ­დე იყო ბევრი საქ­ველ­მოქ­მე­დო ღო­ნის­ძი­ე­ბა. შვი­დი წლი­სა "მხი­ა­რულ ნო­ტებ­ში" ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი და მე­სა­მე ად­გი­ლი მო­ვი­პო­ვე.

-  ნა­ნო, სიმ­ღე­რა რო­დის და­იწყ­ე?

-  ჩემ­ში მუ­სი­კა­ლუ­რი ნი­ჭი დე­დამ აღ­მო­ა­ჩი­ნა. შვი­დი წლის ვი­ყა­ვი, სტუ­დია "ქარ­თუ­ში" რომ მი­ვე­დი და კა­ხა გრძელიშვილთან ვმე­ცა­დი­ნე­ობ. ზა­ქა­რია ფა­ლი­აშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის მე­ო­რე მუ­სი­კა­ლურ სას­წავ­ლე­ბელ­ში ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზე დაკ­ვრას ვსწავ­ლობ.

-  პი­ა­ნის­ტო­ბა ხომ არ გსურს?

-  არა. თუმ­ცა კარ­გი მუ­სი­კა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა ნამ­დვი­ლად მინ­და. სი­ა­მოვ­ნე­ბით ვეს­წრე­ბი სოლ­ფე­ჯი­ოს გაკვეთილებ­საც. კლა­სი­კო­სი კომ­პო­ზი­ტო­რე­ბი­დან იო­ჰან სე­ბას­ტი­ან ბა­ხი გა­მორ­ჩე­უ­ლად მიყ­ვარს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბა­ხის ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი შე­სას­რუ­ლებ­ლად რთუ­ლი­ა, მი­სი პო­ლი­ფო­ნი­უ­რი მუ­სი­კა ძა­ლი­ან მომ­წონს.

-  შენს ცხოვ­რე­ბა­ში მუ­სი­კას რა ად­გი­ლი უკა­ვი­ა?

-  სიმ­ღე­რა, ცეკ­ვა ძა­ლი­ან მიყ­ვარს. პა­ტა­რას, სი­ა­რუ­ლის ნაც­ვლად ცეკ­ვა და­მიწყ­ი­ა, ლა­პა­რა­კის ნაც­ვლად - სიმ­ღე­რა. საკონცერ­ტო დარ­ბა­ზი, სცე­ნა ჩემ­თვის ძა­ლი­ან თბი­ლი ად­გი­ლია და თავს უსაფ­რთხოდ ვგრძნობ. სა­სი­ა­მოვ­ნოა რო­დე­საც მაყუ­რებ­ლის­გან და­დე­ბი­თი გან­წყო­ბა მო­დის­. Bბევ­რი არა­ფე­რი გა­მი­კე­თე­ბი­ა, მაგ­რამ ხალ­ხის აპ­ლო­დის­მენ­ტე­ბი ნამ­დვი­ლად და­ვიმ­სა­ხუ­რე.

-  "ა­ნა-­ბა­ნა­ში" მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­სას არ ნერ­ვი­უ­ლობ­დი, რო­დე­საც საკ­მა­ოდ მკაც­რი ჟი­უ­რის წი­ნა­შე გი­წევ­და გა­მოს­ვლა?

-  არა. სცე­ნა­ზე რომ ვდგა­ვარ, აღა­რა­ფე­რი მახ­სოვს. დაგ­ვი­ა­ნე­ბა მჩვე­ვია და "ა­ნა-­ბა­ნა­ში" ბო­ლო წუთს შე­ვი­ტა­ნე გა­ნაცხ­ა­დი. დე­დას­თან ერ­თად თბი­ლის­ში საქ­მე­ზე ვი­ყა­ვი ჩა­მო­სუ­ლი და უცებ გა­დავ­წყვი­ტეთ ბე­დი გვე­ცა­და. მა­რი­ნა ბე­რი­ძეს ძა­ლი­ან მო­ვე­წო­ნე. ქალ­ბა­ტო­ნი ­მა­რი­ნა და მი­სი გუნ­დი ძა­ლი­ან მიყ­ვარს, კარ­გად მახ­სენ­დე­ბა მათ­თან გა­ტა­რე­ბუ­ლი დღე­ე­ბი. ეს იყო ჩე­მი პირ­ვე­ლი სა­ტე­ლე­ვი­ზიო კონ­კურ­სი. "ა­ნა-­ბა­ნას" წყა­ლო­ბით მოვ­ხვდი "ვე­რის უბ­ნის მე­ლო­დი­ებ­ში", სა­დაც მე და ლენ­კა ზვი­ა­და­ძე მედ­რო­გე პავ­ლეს შვი­ლე­ბის როლს ვთა­მა­შობთ. კას­ტინ­გზე ძლივს ვიმ­ღე­რე, თურ­მე ყი­ვა­ნახ­ვე­ლა მქო­ნი­ა. ძა­ლი­ან ბედ­ნი­ერი ვარ, რომ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მომ­ღერ­ლე­ბის გვერ­დით ვდგა­ვარ.

-  ცნო­ბი­ლი მომ­ღერ­ლე­ბი, ალ­ბათ, გა­თა­მა­მებ­დნენ, რო­გორც პა­ტა­რა მო­ნა­წი­ლე­ებს...

-  სო­ფო ნი­ჟა­რა­ძეს, ნო­დი­კო ტა­ტიშ­ვილს, ოთო ფო­ლა­დაშ­ვილს, სტე­ფა­ნეს, სა­ლო­მე ჭა­ჭუ­ას, გი­გი გა­ჩე­ჩი­ლა­ძეს, ბუ­ბა კიკაბიძეს, - ყვე­ლას კარ­გად ვიც­ნობ. კონ­ცერ­ტზე სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი მობ­რძან­და. მე და ლენ­კა შეგ­ვა­ქო. ძა­ლიან კარ­გი ბავ­შვე­ბი ხარ­თო და მად­ლო­ბა გა­დაგ­ვი­ხა­და. გა­მი­ხარ­და, რომ "ვე­რის უბ­ნის მე­ლო­დიე­ბი" სცე­ნას უბ­რუნ­დე­ბა.

-  ნა­ნო, უპი­რა­ტე­სო­ბას რო­მელ ჟანრს ანი­ჭებ?

-  მძი­მე რო­კის გარ­და, თით­ქმის ყვე­ლა ჟან­რი მომ­წონს.

-  სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­ზე რას გვეტყ­ვი?

-  ერ­თი რამ ზუს­ტად ვი­ცი, სცე­ნას ვერ შე­ვე­ლე­ვი. შე­საძ­ლე­ბე­ლია მუ­სი­კას გავ­ყვე. სკო­ლა­ში კარ­გად ვსწავ­ლობ, ათო­სა­ნი ვარ, გან­სა­კუთ­რე­ბით ტექ­ნი­კუ­რი საგ­ნე­ბი მომ­წონს. მა­თე­მა­ტი­კა კი გა­მორ­ჩე­უ­ლად მიყ­ვარს. ზოგ­ჯერ ვფიქ­რობ, ბიზ­ნეს­მე­ნი რომ ვი­ყო, უამ­რავ გა­ჭირ­ვე­ბულ ადა­მი­ანს, უნარ­შეზღ­უ­დულ, უპატ­რო­ნო ბავ­შვებს, მო­ხუ­ცებს და­ვეხ­მა­რე­ბო­დი. კი­დევ მსურს ცეკ­ვი­სა და სიმ­ღე­რის სტუ­დია მქონ­დეს და ნი­ჭი­ერ ბავ­შვებს, ვი­საც შე­საძ­ლებ­ლო­ბა არა აქვს, უფა­სოდ ვას­წავ­ლო, რომ მა­თი ნი­ჭი არ და­ი­კარ­გოს და სწავ­ლის შან­სი მივ­ცე.

-  რა­ზე ოც­ნე­ბობ?

-  მოგ­ზა­უ­რო­ბა­ზე. ყვე­ლა­ზე დი­დი ოც­ნე­ბა კი ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში სას­წავ­ლებ­ლად გამ­გზავ­რე­ბა­ა. მსურს, იქ მივი­ღო მუ­სი­კა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა.

ესაუბრა თეკ­ლა ტუ­ღუ­ში

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება