მიშა ანდღულაძეს გიტარაზე დაკვრა კილერმა ასწავლა

მიშა ანდღულაძეს გიტარაზე დაკვრა კილერმა ასწავლა

ალბათ ცოტამ თუ იცის იმის შესახებ, რომ შოუმენი მიშა ანდღულაძე ერთ-ერთი მუსიკალური ჯგუფის წევრია და ხშირად, ისინი სხვადასხვა კლუბში კონცერტსაც მართავენ. ამ თემაზე სასაუბროდ მისულს შოუმენმა გაგვიმხილა, რომ "კომედი შოუ" მაყურებელს ფილმის სახით, სიურპრიზს უმზადებს.

-  პირველად როდის დაინტერესდით მუსიკით და როდის გადაწყვიტეთ, ბენდი შეგექმნათ?

-  მუსიკით სერიოზულად მაშინ დავინტერესდი, როდესაც გიტარაზე დაკვრა დავიწყე. თავიდან ძმას ვთხოვე, - დაკვრა მასწავლე-მეთქი, მაგრამ მიპასუხა, - ვერ ისწავლიო. მე მაინც დავიჟინე და რამდენიმე ქართული სიმღერის დაკვრა ვისწავლე. მერე საინტერესო ამბავი შემემთხვა: მამაჩემთან ხშირად მოდიოდა მისი მეგობარი, რომელიც გიტარაზე უკრავდა. დაახლოებით 15 წლის ვიყავი, როცა როკ-ენ-როლის დაკვრა დამაწყებინა. ამ კაცს ძალიან დავუახლოვდი და დავუმეგობრდი კიდეც. შემდეგ გავიგე, რომ დაიჭირეს. როცა მისი დაჭერის მიზეზი ვიკითხე, პასუხმა გამაოცა: თურმე, კილერმა მასწავლა გიტარაზე დაკვრა (იცინის). ვფიქრობ, ის ძალიან კარგი ადამიანი იყო და დღემდე არ მჯერა, რომ კილერი გახლდათ... წლების შემდეგ თემო გაფრინდაშვილთან ერთად ჯგუფი შევქმენი, მაგრამ ის მალევე წავიდა. მერე გავიცანი ზურა ყარალაშვილი, რომელმაც რუსთავის "როკ ელიტას" დამაკავშირა.

-  როგორც ვიცი, კონცერტებს მართავდით "მაგთი კლუბში", "ბითლზ კლუბში"...

-  დიახ, მაგრამ ჩემი, როგორც მუსიკოსის ჩამოყალიბება რუსთავში მოხდა. იქ საქმე პროფესიონალებთან მქონდა. რუსთავში ყოველ კვირას იმართებოდა კონცერტები იმაგინე ჩლუბ-ში. იქ ჩასვლა მენატრება ხოლმე. სხვათა შორის, ყოველ წელს ჯიმი ჰენდრიქსის ქავერებს ვუკრავ და მის დაბადების დღეს ასე აღვნიშნავ. მახსოვს, პირველ კონცერტზე ბილეთები არ გაგვიყიდია და ალბათ ამიტომაც, ბევრი ხალხი მოვიდა; მეორედ ბილეთისsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! გაყიდვა განვიზრახვეთ და მხოლოდ ორმოცი ლარი მოგროვდა; მესამე კონცერტზე კი ისევ უამრავი ადამიანი გვესტუმრა, დარბაზი გაივსო და ამჯერად, ორმოცი ლარი მთელ ჯგუფს კი არა, უკვე ბენდის თითოეულ წევრს შეხვდა (იცინის).

-  წელსაც აპირებთ კონცერტის გამართვას?

-  დიახ, აუცილებლად! სასაცილო ის არის, რომ რამდენჯერაც მეგობრებს ბილეთები მივეცი და დავპატიჟე, არ მოვიდნენ, ხოლო როცა არავინ მოვიწვიე, სწორედ მაშინ დაინტერესდნენ კონცერტით. ქართველები ცოტა არ იყოს, უცნაურები ვართ... ვცდილობ, ჩემი შესაძლებლობები რეალურად შევაფასო: მე არც მაგარი ვოკალისტი და არც გენიალური გიტარისტი არ ვარ, მაგრამ მეგობრები და "ძველი როკერები" მეუბნებიან, რომ ეს საქმე კარგად გამომდის დაEეს მაკმაყოფილებს.

-  კონცერტის საზღვარგარეთ ჩატარება არ გიცდიათ?

-  იყო შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! თურქეთიდან, მაგრამ ვერ წავედით. ერთდროულად იუმორისტობა და მუსიკოსობა კარგია, მაგრამ იუმორს ბევრი დრო მიაქვს.

-  ზაფხულში სად დაისვენეთ?

-  ესპანეთში, ბარსელონაში ვიყავი უკვე მეორედ. ჰოდა, რომ დავთვალე, საქართველოში იმდენი მუზეუმი არ მაქვს ნანახი, რამდენიც იქ ვნახე. გადავწყვიტე, ეს შეცდომა გამოვასწორო და ქართული მუზეუმებიც მოვინახულო... ახლა "კომედი შოუ" ფილმს იღებს, რომელშიც მთავარი გმირი ჩემი პერსონაჟი იქნება.

-  ახალი სეზონისთვის კიდევ, რა სიახლეები გაქვთ?

-  რაც უკვე დავამატეთ, ეს არის - "გააცინე და მოიგე". ეს გადაცემა საინტერესოა და კარგია იმ მხრივაც, რომ შეგვიძლია, ახალგაზრდა, ნიჭიერი იუმორისტები აღმოვაჩინოთ. აბა, მე როდემდე ვიხტუნაო ხალათითა და კიკინებით?! ხომ შეიძლება, ჩემი შემცვლელი მოვიდეს და მითხრას: "დაისვენე, ახლა მე ვიხტუნებ" (იცინის)! დარწმუნებული ვარ, საქართველოში ჩემზე ბევრად მაგარი იუმორისტები არიან და მათ ხელშეწყობა სჭირდებათ.

-  "კომედი შოუს" ახალი თანამშრომლები უკვე ჰყავს. ისინი საზოგადოებამ როგორ მიიღო?

-  ის ხალხი, ვინც ჩვენ აღმოვაჩინეთ, "ვარსკვლავები" გახდნენ. აი, მაგალითად, კოხორა გახდა პოპულარული. ხომ სასაცილოა (იცინის)?!

-  "ღამის შოუს სტუდია" ახალი იუმორისტული არხის გახსნას აპირებს. იცოდით ამის შესახებ?

-  არა, ეს შენგან გავიგე. მიხარია, რომ ამ მხრივ პირველები ჩვენ ვიყავით. კონკურენცია კარგია იმისთვის, რომ შენი პროდუქცია ზუსტად შეაფასო. უბრალოდ, მაინტერესებს, რა მასალის გაშვებას აპირებენ? ალბათ მიჩს ექნება რაღაცები. მიჩი ვინ არის? - ეს არის პიროვნება, რომელიც არ არსებობს, მაგრამ მაინც, "შუა ქალაქის" კონსულტანტი იყო. ჩვენ რომ დავწეროთ: "კომედი შოუს" კონსულტანტია ვინმე დევიდ გილმორიო (იცინის), დაახლოებით იგივე იქნება, მით უმეტეს, რომ ამ ინფორმაციას მაინც არავინ გადაამოწმებს.

ნათია მაისურაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება