პრინცი ჩარლზი და კამილა პარკერი ეყრებიან?

პრინცი ჩარლზი და კამილა პარკერი ეყრებიან?

ბრიტანეთის პრინც ჩარლს მეუღლე ეყრება. კამილა პარკერ-ბოულზმა პრინცთან განქორწინება მისი სისუსტისა და სიზარმაცის გამო გადაწყვიტა.

მეფის ცოლობა და შესაბამისად, გვირგვინის ტარება კამილასთვის ყოველთვის იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ მისი მეუღლის სირბილე და მერყეობა ძალიან აღიზიანებს.

საქმე ის არის, რომ რამდენიმე დღის წინ ელიზაბტ II-მ ტახტის მემკვიდრესთან დაკავშირებით მორიგი ცვლილებები განახორციელა. ახლა ტახტის მომდევნო პრეტენდენტი არა მისი ვაჟი ჩარლზი, არამედ შვილიშვილი უილიამია. ამგვარად, კამილას მეუღლე მეფობის შანსს სამუდამოდ კარგავს.

დედოფლის გადაწყვეტილებაში გასაოცარი არაფერია. ახალგაზრდა, განათლებული უილიამი ინგლისელებს ძალიან უყვართ, გარდაცვლილი პრინცესა დიანას ყოფილ მეუღლეს კი დიდად არ სწყალობენ.

მოვლენების ასეთმა განვითარებამ კამილა გააცოფა. მეუღლე სისუსტეში დაადანაშაულა და საკუთარი უფლებების დაცვა მოსთხოვა, თუმცა უშედეგო ბრძოლით რომ დაიღალა, განქორწინებაზე საბუთების შეტანა გადაწყვიტა. ეს ინფორმაცია გამოცემა The Globe-ს სამეფო ოჯახთან დაახლოებულმა ადამიანმა მიაწოდა.

ინფორმატორის თქმით, ოჯახური ცხოვრების მანძილზე კამილამ სასახლის ბევრი საიდუმლო გაიგო და ახლა დუმილისთვის მეუღლისგან 350 მლნ დოლარს ითხოვს.

მომზადებულია The Globe-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა